Rinocare nasal spray 30.0

Rinocare nasal spray 30.0

მაკედონია

ფიტოფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Sea water:Na,Ca,Mg salts
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ზღვის წყალი, გასუფთავებული წყალი, 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი. პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს.
ჩვენებები
ერთჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი პროდუქტი რეკომენდებულია მცირეწლოვან ბავშვებში ცხვირში ჩასაწვეთებლად ან გასაწმენად შემდეგი მიზნებისათვის:

- ნაზალური არხების ყოველდღიური ჰიგიენისათვის
- ნაზალური არხების გაჭედვისას, ლორწოს გამოდევნის სტიმულირებისათვის
- ცხვირ-ყურ-ხახის ინფექციების მკურნალობისას დამატებითი საშუალების სახით.

მიღების წესები და დოზები
სტერილური ზღვის წყლის ხსნარი – ცხვირის ყოველდღიური ჰიგიენისათვის
არის ბუნებრივი პროდუქტი და წარმოადგენს ფიზიოლოგიურ, სტერილურ ზღვის წყლის ხსნარს. ის ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებითა და ზღვის მიკროელემენტებით. მარიმერი რეკომენდებულია ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის ნაზალური არხების ყოველდღიური გაწმენდისათვის, განსაკუთრებით ცხვირის გამოშრობისას და გაჭედვისას. ცხვირის ჰიგიენის სათანადოდ დაცვა ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დაცვას გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან (როგორიცაა მაგ. ცივი ამინდი, ალერგია, მშრალი ჰაერი, დაბინძურება…) და ცხვირის საშულებით ნორმალურ სუნთქვას.

მოცემული პროდუქტის გამოყენებისას ჰიგიენის სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად შექმნილია ერთდოზიანი პროდუქტი ერთჯერადი მოხმარებისათვის.

გამოყენების წესი
ერთდოზიანი შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქტის მარტივ და უსაფრთხო გამოყენებას. ამოიღეთ ფლაკონი შეფუთვიდან და მოხსენით თავსახური. ფლაკონის წვერი შეიძლება გამოყენებული იყოს თავსახურად.
ხსნარის გამოყენებისას ისარგებლეთ შედეგი მითითებებით:
- თავდაპირველად უნდა მოხდეს ცხვირის კარგად მოწმენდა
- ჩვილები უნდა მოვათავსოთ მწოლიარე მდგომარეობაში, ბავშვები კი მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში თავის გვერდზე გადაწევით.
- ფლაკონის წვერი მოათავსეთ ნესტოში და მსუბუქად დააწექით.
- იგივე გაიმეორეთ მეორე ნესტოში.
- თავი უნდა აიწიოს ზემოთ, რათა ლორწო გამოიდევნოს, ხოლო ჭარბი სითხე მოწმენდილი უნდა იყოს.
- პროდუქტის მოქმედების გახანგრძლივების მზინით, პროდუქტის მიღებისთანავე ცხვირის მოწმენდა არ უნდა მოხდეს.
დოზირება
ყოველდღიური ჰიგიენისათვის: თითოეულ ნესტოში დღეში 1-4-ჯერ შესხურება.
ნაზალური არხების გაჭედვისას: თითოეულ ნესტოში დღეში 4-6-ჯერ, საჭიროების მიხედვით, სხვა ადგილობრივი თერაპიის გამოყენებამდე.

განსაკუთრებული მითითებები
- ჩვილებში შუა ყურის დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, პროდუქტის ჩაწვეთება უნდა მოხდეს მინიმალური ზეწოლით.
- პროდუქტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილებები
- სტერილური ერთდოზიანი შეფუთვა ერთჯერადი მოხმარებისაა.
- გახსნილი ან დაზიანებული პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება.
Show More
More Info
Brand
ფიტოფარმი
Country
მაკედონია
Generic
nitrofural+aqua sea /isotonic/
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page