შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი 0,05 მგ (2000 სე-ის ეკვივალენტურია). დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, ნატრიუმის ასკორბატი კრისტალური, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი, dl-ალფა-ტოკოფეროლი, საკვები სახამებელი მოდიფიცირებული.
გამოყენების ჩვენებები: - D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში; - ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში.
მიღების წესი და დოზირება: დოზირების რეჟიმი: 1 ტაბლეტი შეიცავს 2000 სე (0,05 მგ) D ვიტამინს. დოზირების რეჟიმი განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ ინდივიდუალურად D ვიტამინის დეფიციტის გამოხატულების, პაციენტის ასაკისა და სხეულის მასის, D ვიტამინის სხვა წყაროების (საკვები, ინსოლაცია) და D ვიტამინის მეტაბოლიზმზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გათვალისწინებით. ყოველდღიურად D ვიტამინის 1000 სე-ზე მეტი დოზით მიღებისას ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის დონის მონიტორინგი.
მიღების წესი: პრეპარატი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. საჭიროებისას, ტაბლეტი (1000 სე-ის გამოყენების შემთხვევაში - შესაბამისად, ნახევარი ტაბლეტი) უნდა გაიხსნას 5-10 მლ წყალში ჩაის კოვზზე ან მცირე ზომის გამჭვირვალე კონტეინერში (მაგალითად, მცირე ზომის ჭიქაში). ტაბლეტის გახსნას ესაჭიროება დრო (არანაკლებ 2 წუთისა). მორევა აჩქარებს ტაბლეტის გახსნას. D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში 5 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ჩვეულებრივ საპროფილაქტიკო დოზის სახით რეკომენდებულია D ვიტამინის 500-1000 სე დღე-ღამეში. ჩვეულებრივ სამკურნალო დოზის სახით რეკომენდებულია D ვიტამინის 5000-6000 სე დღე-ღამეში. სამკურნალო დოზის მიღების ხანგრძლივობა და საპროფილაქტიკო დოზაზე გადასვლა განისაზღვრება სისხლის შრატში 25-(OH)D-ის კონცენტრაციის კონტროლით. ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპია მოზრდილებში - D ვიტამინის 1000 სე (0, 025 მგ) დღე-ღამეში.
უკუჩვენებები: - ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; - ჰიპერკალციემია დაან ჰიპერკალციურია. - 5 წლამდე ასაკი.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!