გამოიყენება ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დარღვევების, შაკიკისა და კუნთების მტკივნეული სპაზმების დროს.
ბენფოტიამინი (ცხიმში ხსნადი B1 ვიტამინის წარმოებული) — 40 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6 ვიტამინი) — 90 მგ
ციანკობალამინი (B12 ვიტამინი) — 250 მიკროგრამი
მილგამა N რბილი კაფსულები განკუთვნილია მოზრდილებისთვის.
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
რეკომენდებული დოზაა:
1 კაფსულა 3-4-ჯერ დღეში.
ნაკლებად სერიოზულ შემთხვევებში და როცა მედიკამენტის მიმართ პასუხი განსაკუთრებით კარგია, მიღებულ უნდა იქნას 1-2 კაფსულა დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მილგამა N რბილი კაფსულების ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.
მიღების მეთოდი:
კაფსულები მიღებულ უნდა იქნას ჭამის შემდეგ მცირე ოდენი სითხის მიყოლებით, დაღეჭვის გარეშე.
კაფსულების მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი), ქოშინი, შოკი, თვალების, სახის, ენის და ხორხის შეშუპება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აკნეს მსგავსი და ბულოზური გამონაყარი.
იზოლირებული შემთხვევები: ბენფოტიამინის კლინიკურ კვლევებში კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა გულისრევა და სხვა გასტროინტესტინური ჩივილები, აღწერილ იქნა ერთეულ შემთხვევებში.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 25ºC-ის ქვემოთ! ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დასაცავად!