გამოიყენება ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიის დროს
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): colecalciferol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები → D ჯგუფის ვიტამინები → D3 ვიტამინის პრეპარატები
შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
ყოველი 1 სპრეი შეიცავს 400სე ვიტამინი D3-ს
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას.
ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.
ვიტამინი D3-ის დეფიციტი იწვევს: ახალშობილებსა და ბავშვებში რაქიტს, კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევას, ზრდის შეფერხებას, ძვალ-სახსროვანი და ნერვ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიებს; მოზრდილებში იმუნური სისტემის დაქვეითებას, ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა ტეტანიის სიმპტომების განვითარება.
ჩვენებები:
- D3-ს დეფიციტის პროფილაქტიკა
- რაქიტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიის დროს
- ჰიპოკალცემიური ტეტანია
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისა და კომპლექსური თერაპიის დროს
- მალაბსორბცია
- ლაქტაზის აუტანლობა
- პოსტმენოპაუზური პერიოდი
- ვიტამინი D-ს დეფიციტით გამოწვეული სხვა დაავადებებისას, როგორც დამხმარე საშუალება
სადღეღამისო დოზირება:
1 სპრეი 1-ჯერ დღეში, ორი კვირიდან ბავშვებში.რეკომენდებულია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. 1-ზე მეტი გამოფრქვევა რეკომენდებულია ზამთრის პერიოდში ან ინდივიდუალური საჭიროების შემთხვევაში ექიმის რეკომედაციით . მიღება უმჯობესია კვების დროს. ბავშვთა ასაკში შესაძლოა მისი შერევა რძეში.
გვერდითი მოვლენები:
დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტეინს არომატიზატორებს, საღებავებსა და კონსერვანტებს.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 0 ტემპერატურაზე.
დელტივინი: საკვები დანამატი
აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი ქარხანა: ლედაფარმა
ოფიციალური დისტრიბუტორი: თი ეს ფარმა.