ტონზილოტრენი ჰომეოპათიური ტაბლეტებია ნუშურებისა და ყელის ანთების დროს. რბილი მიდგომა სეზონური გაციების პერიოდში. გაეცანი ინსტრუქციას.
კომბინირებული მედიკამენტი
1 ტაბლეტი (250 მგ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
Atropinum sulfuricum (ატროპინის სულფატი) trit. D5 — 12.5 მგ
Hepar sulfur (ჰეპარ სულფური) trit. D3 — 10.0 მგ
Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი) trit. D4 — 50.0 მგ
Silicea (კაჟმიწა) trit. D2 — 5.0 მგ
Mercurius bijiodatus (ვერცხლისწყლის (II) იოდიდი) trit. D8 — 25.0 მგ
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.
მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ნუშურების გადიდება; შეხორცების პროცესების დაჩქარება ნუშურების ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ.
სხვა მითითებების არარსებობისას ტონზილოტრენი მიიღება შემდეგნაირად:
დაავადების მწვავე მიმდინარეობისას:
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტისა) პირველი 1–2 დღის განმავლობაში, გაუმჯობესების დადგომამდე; შემდეგ იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 1 საათში (დღეში არაუმეტეს 12 ტაბლეტისა) პირველი 1–2 დღის განმავლობაში, გაუმჯობესების დადგომამდე; შემდეგ იღებენ 1–2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.
მწვავე მდგომარეობის შენარჩუნების ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 დღისა საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ქრონიკული ტონზილიტის ან ნუშურების გადიდების დროს:
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, ხოლო მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები — 1–2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 4–6 კვირის განმავლობაში. ქრონიკული მორეციდივე ტონზილიტის დროს მიზანშეწონილია წლის განმავლობაში მკურნალობის რამდენიმე ციკლის ჩატარება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან საათნახევრის შემდეგ. ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს. 3 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას დასაშვებია ტაბლეტების დაქუცმაცება.
პრეპარატ ტონზილოტრენის ჭარბი დოზირების მავნე ეფექტები ცნობილი არ არის.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი. ასეთ შემთხვევაში ტონზილოტრენის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატ ტონზილოტრენის მიღების შემდეგ ნერწყვდენის გაძლიერების შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება). ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ქრომის ან რომელიმე სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, ტონზილოტრენის მიღების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის მსგავსად, ტონზილოტრენის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
3 წლამდე ასაკის ბავშვების ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობისას ტონზილოტრენის დანიშვნა დასაშვებია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია კოლოფსა და ეტიკეტზე. ამ თარიღის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენოთ.
ორიგინალური კოლოფი შეინახეთ 15–25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.