Mucaltin efferc #10

Mucaltin efferc #10

საქართველო

ნეოფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Althaea
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
მუკალტინი; მარწყვის არომატიზატორი; პიტნის ზეთი;
პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემპფეროლი), კუმარინებს, ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), C ვიტამინს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ამცირებს ხველას, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.

ჩვენება:
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
• ბრონქიტი;
• პნევმონია;
• ბრონქოექტაზია;
• ტრაქეიტი;
• ლარინგიტი;
• ანგინა;

მიღების წესი და დოზირება:
შუშხუნა ტაბლეტი მიღების წინ უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში.
მოზრდილებში: პერორალურად 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/4 ტაბლეტი, 3-დან 6 წლამდე 1/2ქ ტაბლეტი,
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი 1-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

შენიშვნა:
ტაბლეტში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით.
გამოშვების ფორმა:
10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალის ტუბში სახურავით. ტუბზე ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვის წესი:
მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
Show More
More Info
Brand
ნეოფარმი
Country
საქართველო
Generic
althae extractum
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page