ისლა მოოსი ისლანდიური ხავსის ექსტრაქტით ამშვიდებს გამომშრალ, გაღიზიანებულ ყელს და ხრინწს. მცენარეული საწუწნი აბები ყოველდღიური კომფორტისთვის.
შემადგენლობა
ერთი საწუწნი აბი შეიცავს:
80 მგ წყალზე დამზადებულ ისლანდიური ხავსის ექსტრაქტს (0.4–0.8:1).
სხვა ნივთიერებები: აკაცია (გუმიარაბიკი), საქაროზა, მსუბუქი მინერალური ზეთი, ამიაკის კარამელი (E150), გაწმენდილი წყალი.
გამოშვების ფორმა: საწუწნი აბები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ყელის ტკივილის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.
ათქ კოდი: R02AA20.
ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, როგორიცაა ფარინგიტი და ლარინგიტი, მათ შორის ალერგიული წარმოშობის (მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა, ხმის ჩახლეჩა).
მშრალი ხველის სიმპტომური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტებისა და ბრონქული ასთმის დროს, კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
სახმო იოგების მეტისმეტი დაჭიმვა (მომღერლებში, მასწავლებლებში, ლექტორებში).
პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება, რომელიც გამოწვეულია მშრალი, არასაკმარისად ნოტიო ჰაერის ჩასუნთქვით გათბობის პერიოდში, კონდიციონერით აღჭურვილ შენობებში, ცხვირით სუნთქვის შეზღუდვის გამო ან სპორტული შეჯიბრების დროს.
არ გამოიყენება პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას.
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიიღება 1 საწუწნი აბი ყოველ საათში (დღეში მაქსიმუმ 12 საწუწნი აბი).
4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 საწუწნი აბი ყოველ 2 საათში (დღეში მაქსიმუმ 6 საწუწნი აბი).
აბი ნელა უნდა გაიწუწნოს სრულ გახსნამდე.
სამკურნალო საშუალება ისლა-მოოსის კარგი ამტანობის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად, განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების გარეშე. გარდა ამისა, დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რეკომენდებულია ისლა-მოოსის გამოყენების გაგრძელება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად.
თუ 4–5 დღის შემდეგ სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, ან გამოვლინდება ქოშინი, ციება, ჩირქოვანი ან სისხლიანი ნახველი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 30 საწუწნი აბი (ბლისტერში 10 საწუწნი აბი).
გაცემის კატეგორია: გაიცემა რეცეპტის გარეშე.