ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფი მშრალ, გამაღიზიანებელ ხველას ამშვიდებს და ყელს არბილებს. მცენარეული არჩევანი დიდებისა და ბავშვებისთვის.
საერთაშორისო დასახელება: Plantago lanceolata + Malva sylvestris + Vitamin C
შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს:
1.25 გ ლანცეტისებრი მრავალძარღვას ფოთლების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Plantaginis lanceolatae folium extractum aquosum fluidum) 1:5;
1.25 გ ჩვეულებრივი ბალბას ყვავილების თხევად წყლიან ექსტრაქტს (Malvae sylvestris flos extractum aquosum fluidum) 1:5;
65 მგ ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა).
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა (4 გ), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (9.24 გ), ფორთოხლის ზეთის არომატიზატორი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი და მუკოლიზური საშუალება.
გამოყენების ჩვენებები
ჰერბიონის მრავალძარღვას სიროფი მცენარეული წარმოშობის სამკურნალო პრეპარატია, რომელიც რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
მშრალი ხველა, რომელიც თან ახლავს ზედა სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს;
მშრალი ხველა მწეველებში;
გაციება და გრიპი, რომლებსაც თან ახლავს ხველა.
გამოყენების წესი და დოზირება
მოზრდილებმა და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 2 საზომი კოვზი სიროფი დღეში 3–5-ჯერ.
7 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 1 საზომი კოვზი სიროფი დღეში 3-ჯერ.
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 1–2 საზომი კოვზი სიროფი დღეში 3-ჯერ.
სიროფით მკურნალობის დროს რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით თბილი სითხის მიღება.
გვერდითი მოქმედებები
სიროფის მიღებისას შესაძლო გვერდითი მოქმედებები დაყოფილია ჯგუფებად მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (1/10-ზე მეტი);
ხშირი (1/100-ზე მეტი და 1/10-ზე ნაკლები);
არახშირი (1/1,000-ზე მეტი და 1/100-ზე ნაკლები);
იშვიათი (1/10,000-ზე მეტი და 1/1,000-ზე ნაკლები);
ძალიან იშვიათი (1/10,000-ზე ნაკლები, ერთეული შეტყობინებების ჩათვლით).
თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია მათი სიმძიმის კლების მიხედვით.
არასასურველი ეფექტები ორგანოებისა და სისტემების მიხედვით
იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათად: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.