ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.
10 გ გრანულები (ზომა 5) შეიცავს:
მოქმედი ნივთიერებები: Chamomilla D12 25 მგ, Valeriana D6 25 მგ, Kalium phosphoricum D6 25 მგ, Staphisagria D12 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.
გამოყენების ჩვენებები:
ქცევითი დარღვევები ბავშვებსა და მოზრდილებში ყურადღების და კონცენტრაციის დეფიციტით, ნერვული აგზნებადობით, მოძრაობის ჰიპერაქტივობით, სწავლის სირთულეებით, ძილის დარღვევით და ზოგადი სისუსტის მდგომარეობებით.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
- არ არის რეკომენდებული პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება.
- უმჯობესია გრანულების მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
- თუ თქვენს ექიმს უთქვამს, რომ თქვენ გაქვთ/თქვენ ბავშვს აქვს რომელიმე შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.
- პრეპარატი შეიცავს საქაროზას. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტის დროს.
- არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემთა არასებობის გამო.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან:
- თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება 8 კვირის განმავლობაში,
- დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში.
გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში.:
- ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
- სხვა ფარმაცევტული პრეპარატების მსგავსად, კინდინორმი ა ორსულობის და ძუძუთი კვების დროს გამოიყენება მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
- სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
- ამ ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.
- რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ ბავშვს აძლევენ, ცოტა ხნის წინ აძლევდნენ ან შეიძლება მისცენ სხვა სამკურნალო საშუალებები.
შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.
ყოველთვის შეასრულეთ მოცემული ინსტრუქციის, თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენების სისწორეში, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირების რეჟიმი:
1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 2 გრანულა 1–3–ჯერ დღეში
6 წლიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 3 გრანულა 1–3–ჯერ დღეში
12 წლის და მეტი ასაკის მოზარდები: 5 გრანულა 1–3–ჯერ დღეში
მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს ჩივილიბის შემცირების შესაბამისად.
გამოყენების წესი:
- გრანულები ნელა უნდა გაიწუწნოს პირში. პატარა ბავშვებისთვის შესაძლებელია გრანულების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.
- გრანულების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
- არ მისცეთ ბავშვს გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
- ჭარბი დოზირებისას შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.
- პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში მავნე ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.
გვერდითი რეაქციები:
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს შვილს განუვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს დროებით შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
დოქტორი გუსტავ კლაინი გმბჰ და კო. კგ.,შტაინენფელდი 3, 77736 ცელ ამ ხარმერსბახი, გერმანია
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ალპენ ფარმა გმბხ
შტაინენფელდი 3, 77736 ცელ ამ ხარმერსბახი, გერმანია