დასახელება
Ipigrix® 20 mg (იპიგრიქსი 20 მგ)
ფარმაკოლოგიური თვისებები
იპიდაკრინის ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტებია:
- ნერვ-კუნთოვანი გამტარებლობის აღდგენა და სტიმულაცია;
- პერიფერიულ ნერვულ სისტემაში იმპულსის გატარების აღდგენა ტრავმის, ანთების, ადგილობრივი ანესთეტიკების, ანტიბიოტიკების, კალიუმის ქლორიდისა და სხვა ფაქტორებით გამოწვეული ბლოკადის შემდეგ;
- გლუვი კუნთების შეკუმშვის გაძლიერება ყველა აგონისტის ზემოქმედებით, გარდა კალიუმის ქლორიდისა;
- ცენტრალური ნერვული სისტემის ზომიერი სტიმულაცია სედაციური ეფექტის ცალკეულ გამოვლინებებთან კომბინაციაში;
- მეხსიერების გაუმჯობესება.
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს.
ჩვენებები
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია, პოლირადიკულონეიროპათია, მიასთენია და მიასთენიური სინდრომი);
- ბულბარული დამბლა და პარეზი;
- ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებების შემდგომი აღდგენითი პერიოდი, როდესაც აღინიშნება მოძრაობითი დარღვევები;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დემიელინიზებელი დაავადებები (კომპლექსურ თერაპიაში);
- სხვადასხვა წარმოშობის მეხსიერების დარღვევები, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება და მოხუცებულობითი დემენციის სხვა ფორმები;
- ნაწლავის ატონია.
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები მიიღება პერორალურად, წყლის დაყოლებით.
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის მიხედვით.
პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, მიასთენია და მიასთენიური სინდრომი:
- 10–20 მგ 1–3-ჯერ დღეში;
- მკურნალობის კურსი: 1–2 თვე;
- საჭიროების შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს 1–2-თვიანი ინტერვალით.
10 მგ დოზის მისაღებად გამოიყენება Ipigrix® 5 mg/ml საინექციო ხსნარი.
მიასთენიური კრიზის პროფილაქტიკა:
- თავდაპირველად პარენტერალურად 15–30 მგ (Ipigrix® 15 mg/ml საინექციო ხსნარი);
- შემდგომ მკურნალობა გრძელდება ტაბლეტებით 20–40 მგ (1–2 ტაბლეტი) 5–6-ჯერ დღეში;
- მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: 240 მგ.
მეხსიერების დარღვევები (ალცჰაიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები):
- დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება;
- მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: 200 მგ;
- მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 თვიდან 1 წლამდე.
ნაწლავის ატონია:
- 20 მგ 2–3-ჯერ დღეში 1–2 კვირის განმავლობაში.
ხანდაზმულებში და ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა იპიდაკრინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- ეპილეფსია;
- ექსტრაპირამიდული დარღვევები ჰიპერკინეზებით;
- სტენოკარდია;
- გამოხატული ბრადიკარდია;
- ბრონქული ასთმა;
- ვესტიბულური აშლილობები;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- ნაწლავის ან შარდგამომყოფი გზების გაუვალობა;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი.