Vatorlac amp 30mg/ml i/v i/m #3
Vatorlac amp 30mg/ml i/v i/m #3

Vatorlac amp 30mg/ml i/v i/m #3

იტალია

ესეტი ფარმასეუტიცი
About Product
შემადგენლობა: 1მლ პრეპარატი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეთამოლი-30,0მგ. დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%-100,0მგ, ნატრიუმის ქლორიდი-4,35მგ, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი-0,50მგ, 1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი ან ქლორწყალბადმჟავას ხსნარი-pH=7,4-7,5-მდე მისაყვანად, საინექციო წყალი-1მლ-მდე.

ჩვენება: ძლიერი და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი: ტრავმები, კბილის ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, ონკოლოგიური დაავადებები, მიალგია, ართრალგია, ნევრალგია, რადიკულიტი, ნაღრძობები, დაჭიმულობა, მოტეხილობა, რევმატოლოგიური დაავადებები. ინიშნება სიმპტომური მკურნალობის დროს, თუმცა პრეპარატის მიღების შედეგად ტკივილის და ანთების შემცირება, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, კეტოროლაკთან სრულად ან ნაწილობრივ ასოცირებული ბრონქული ასთმა, ცხვირის და პარანაზალური წიაღების მორეციდივე პოლიპოზი და აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების აუტანლობა (ანამნეზის ჩათვლით), ჭინჭრის ციება, რინიტი, რაც გამოწვეულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებით (ანამნეზში), პირაზოლონის წარმოებული პრეპარატების აუტანლობა, ჰიპოვოლემია (მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზებისა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების სტადიაში, ჰიპოკოაგულაცია (მათ შორის ჰემოფილია), სისხლდენა ან მისი განვითარების მაღალი რისკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30მლ-წთ), ღვიძლის მწვავე უკმარისობა ან ღვიძლის აქტიური დაავადება, აორტო-კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი, დადასტურებული ჰიპერკალემია, ნაწლავების ანთებითი დაავადებები, მშობიარობა, ლაქტაცია, 16 წლამდე ბავშვთა ასაკი (პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).


ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

მიღების წესები და დოზები: კუნთში, ვენაში. დოზის ვენაში შეყვანა აუცილებელია არანაკლებ 15წმ გამნავლობაში (წამლის ფორმებისათვის, რომლებიც შეიცავენ ეთანოლს). 16-64 წლის პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა აჭარბებს 50კგ-ს კუნთში ერთ ჯერზე შეიყვანება არაუმეტეს 60მგ (პერორალური მიღების გათვალისწინებით); ჩვეულებრივ კეთდება 30მგ ყოველ 6სთ-ში; ვენაში–30მგ (არაუმეტეს 15 დოზა 5 დღე-ღამის განმავლობაში). ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა ნაკლებია 50კგ ან აქვთ თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, კუნთში ინექციისას ერთ ჯერზე შეჰყავთ არაუმეტეს 30მგ (პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ კი ინიშნება 15მგ (არაუმეტეს 20 დოზა 15 დღე-ღამეში); ვენაში-არაუმეტეს 15მგ ყოველ 6 სთ-ში (არაუმეტეს 20 დოზა 5 დღე-ღამის განმავლობაში). მაქსიმალური დღიური დოზა კუნთში და ვენაში ინექციისას 16-64 წლის პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა აჭარბებს 50კგ-ს შეადგენს 90მგ-დღე-ღამეში; ზრდასრულ პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა <50კგ ან აღენიშნებათ თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე ხანდაზმულებში (>65წ)-კუნთში და ვენაში მიიღება 60მგ-დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 5 დღეს.


შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაიცემა:ც ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ესეტი ფარმასეუტიცი
Country
იტალია
Generic
ketorolac
Dose
30მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
3
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page