About Product
საერთაშორისო დასახელება - ketorolac tromethamine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეტამინი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ოქტოქსინოლ 40, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ადგილობრივი გამოყენებისათ-ვის ოფთალმოლოგიაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მედროლგინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელსაც აქვს ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განპირობებულია კეტოროლაკის ტრომეტამინის მიერ არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმის ძირითადი ფერმენტის _ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით. ადგილობრივი გამოყენებისას აქვეითებს პროსტაგლანდინების კონცენტრაციას თვალშიდა სითხეში.
მედროლგინი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას თვალშიგა წნევაზე. კონიუნქტივალურ პარკში ინსტილაციის შემდეგ, პლაზმაში კეტოროლაკის ძალიან დაბალი ან უმნიშვნელო დონე, მიუთითებს სისტემური სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის მინიმალურ აბსორბციაზე.
გამოყენების ჩვენებები
- კატარაქტისა და თვალის წინა სეგმენტზე ჩატარებული სხვა ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდგომ განვითარებული ანთებისა და მასთან დაკავშირებული სიმპტო-მების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- თვალების ქავილის შემსუბუქება სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას.
თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ განვითარებული ანთებითი პროცესებისათ-ვის ოპერაციიდან 24 საათში აწვეთებენ თითო წვეთს 4-ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში.
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტისას პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში თითო წვეთს 4-ჯერ დღე-ღამეში.
თავი უნდა ავარიდოთ საწვეთურის წვერის შეხებას რაიმე ზედაპირთან, რათა ავიცი-ლოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენება არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარებისას.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაცია;
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გვერდითი მოქმედება
ინსტილაციის შემდეგ თვალების დროებითი წვა და გაღიზიანება, კონიუნქტივის ჰიპერემია, რქოვანას ინფილტრაცია, ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, თავის ტკივილი, თვალების შეშუპება, თვალების ქავილი, თვალების ზედაპირული ინფექციები, თვალების ტკივილი.
იშვიათად – რქოვანას წყლული (წყლულოვანი კერატიტი), რქოვანას ინფილტრაცია, მხედველობის დაბინდვა, თვალების სიმშრალე, გაძლიერებული ცრემლდენა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მხედველობის შესაძლო დარღვევების გამო, რომელიც ვითარდება ჩაწვეთებისთანავე, მხედველობის ნორმალიზებამდე საჭიროა ავტოტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისაგან თავის შეკავება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
გამოყენება პედიატრიაში
12 წლამდე ასაკის ბავშვებში მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შესაძლებელია მედროლგინის გამოყენება თვალის წვეთებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ანტიბიოტიკებს, ბეტა-ბლოკატორებს, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებს და მიდრიატიკებს, ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის არანაკლებ 5 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
მედროლგინის სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, პენტოქსიფილინთან, ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ოპერაციის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკის ზრდა.
დოზის გადაჭარბება
დადგენილი არ არის.
გამოშვების ფორმა
მედროლგინი თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
Show More
More Info
116922
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.