Medrolgin amp 30mg/1ml #5
Medrolgin amp 30mg/1ml #5

Medrolgin amp 30mg/1ml #5

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
საერთაშორისო დასახელება - ketorolac tromethamine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ან მქრქალი ყვითელი ფერის ხსნარი.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეტამოლი 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ეთილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები.

ჩვენებები
- სხვადასხვა გენეზის საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი (მათ შორის, ტკივილი ოპერაციისშემდგომ პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების დროს).

მიღების წესი და დოზები
ხსნარი ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისათვის.
კეტოროლაკის ტრომეტამოლის ინტრავენური შეყვანა უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე 15 წამი. მედროლგინის ინტრამუსკულარული შეყვანა უნდა მოხდეს ნელა, ღრმად კუნთში. ადგილობრივი გვერდითი მოვლენების თავიდან აცილება შეიძლება ინექციის ადგილას ზეწოლის განხორცილებით 15-30 წამის განმავლობაში შეყვანის შემდეგ. უკუნაჩვენებია პრეპარატის ეპიდურული და ინტრათეკალური შეყვანა.
ზომიერად მძიმე და მწვავე ტკივილის მოსახსნელად 65 წლამდე ასაკის მოზრდილ პაციენტებში სხეულის წონით 50 კგ-ზე მეტი კუნთში ერთ ჯერზე შეყავთ არა უმეტეს 60 მგ-ისა (კეტოროლაკის პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ 30 მგ ყოველ 6 საათში; ინტრავენურად _ 30 მგ (არა უმეტეს 15 დოზისა 5 დღე-ღამის განმავლობაში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 120 მგ-ს.
პაციენტებში სხეულის წონით <50 კგ ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, აგრეთვე, 65 წლის ასაკზე ზევით, კუნთში ერთ ჯერზე შეყავთ არა უმეტეს 30 მგ-ისა (კეტოროლაკის პერორალური დოზის ჩათვლით); ჩვეულებრივ 15 მგ (არა უმეტეს 20 დოზისა 5 დღე-ღამის განმავლობაში); ინტრავენურად _ არა უმეტეს 15 მგ-სა ყოველ 6 საათში (არა უმეტეს 20 დოზისა 5 დღე-ღამის განმავლობაში). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ-ს.
მკურნალობის ხანგრძლივობა არა უმეტეს 5 დღისა.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში, პეპტიური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები ანამნეზში;
- ბრონქული ასთმა, რინიტი, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის ციება, გამოწვეული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით;
- პროფილაქტიკური გაუტკივარება ოპერაციის წინ და ინტრაოპერაციული გამოყენება (თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის შესაძლებლობა და სისხლდენის რისკი);
- თირკმლის უკმარისობის საშუალო და მძიმე ფორმები, თირკმლის უკმარისობის რისკი ჰიპოვოლემიის ან დეჰიდრატაციის დროს;
ცხვირის პოლიპების სრული ან ნაწილობრივი სინდრომი, ქვინკეს შეშუპება ან ბრონქოსპაზმი;
- საეჭვო ან დადასტურებული ცერებროვასკულური სისხლდენა, ოპერაციული ჩარევები სისხლჩაქცევის ან სისხლდენის არასრული შეჩერების მაღალი რისკით;
- სისხლის შედედების დარღვევა, მდგომარეობები სისხლდენის ან არასრული ჰემოსტაზის მაღალი რისკით;
- სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ან პენტოქსიფილინით ერთდროული მკურნალობა;
_ ორსულობა, მშობიარობის და ძუძუთი კვების პერიოდი;
- 16 წლამდე ასაკი.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
ketorolac
Dose
30მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page