გამოიყენება სხვადასხვა ტკივილის მოსაშორებლად ან შესამსუბუქებლად.
რა არის აქსოფენი SR და რისთვის გამოიყენება?
აქსოფენი SR შედის ჯგუფში, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ტკივილის მოსაშორებლად ან შესამსუბუქებლად.
აქსოფენი SR გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
• ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას (რევმატოიდული ართრიტი)
• დაავადება (ოსტეოართრიტი), რომელიც წარმოიქმნება სახსრების გადაგვარების შედეგად და მოსახლეობაში ასევე ცნობილია როგორც ართრიტი (ოსტეოართრიტი)
• ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას და დეფორმაციას (მაანკილოზებელი სპონდილიტი)
• კუნთოვანი სისტემის მწვავე ტკივილები
• მწვავე პოდაგრული ართრიტი
• მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა)
არ გამოიყენო აქსოფენი SR თუ:
• თქვენ ხართ მგრძნობიარე აქსოფენი SR-ის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ,
• თუ ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ, გქონდათ ასთმა, ჭინჭრის ციება ან სხვა ტიპის ალერგიული რეაქცია
• გაქვთ ტკივილი კორონარული არტერიის შუნტირების ოპერაციამდე ან მის შემდეგ
• გაქვთ ღვიძლის მწვავე უკმარისობა,
• გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა,
• გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა,
• ამჟამად გაქვთ ან ადრე გქონდათ პეპტიური წყლულოვანი დაავადება,
• ანამნეზში გაქვთ სისხლდენა ან კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, რაც ადრე გამოწვეული იყო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით,
• გაქვთ სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, ცერებრალური ჰემორაგია და სხვა ნებისმიერი სისხლდენა.
• ხართ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (6 თვიდან).
სიფრთხილით გამოიყენე აქსოფენი SR თუ:
• გაქვთ ცნობილი გულის ან სისხლძარღვების (გულ-სისხლძარღვთა) დაავადება. ასეთ შემთხვევაში თქვენი ექიმი გამოიყენებს ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზას. მაშინაც კი, თუ თქვენ არასოდეს განგიცდიათ გულ-სისხლძარღვთა სიმპტომები, თქვენი ექიმი და თქვენ ფრთხილად უნდა იყოთ ასეთი მოვლენების გაჩენასთან დაკავშირებით, თქვენი ექიმი მოგცემთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ ასეთ სიტუაციაში.
• გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია); აქსოფენი SR მკურნალობის დაწყებისას და მკურნალობის დროს თქვენს არტერიულ წნევას ინტენსიურად გააკონტროლებს თქვენი ექიმი.
• სითხის შეკავება ან შეშუპება
• გაქვთ მნიშვნელოვანი დაავადება რესპირატორული უკმარისობით, შეშუპებით, ღვიძლის გადიდებით ადრე არსებული გულის უკმარისობის გამო
• ანთება, სისხლდენა და პერფორაცია კუჭსა და ნაწლავებში.
• ხართ ხანდაზმული, გაქვთ გულის ან სისხლძარღვების დაავადება, პარალელუარდ იღებთ ასპირინს ან გაქვთ წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ან კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა ანთებითი დაავადება
• გაქვთ ადრე არსებული ასთმა,
• გაქვთ ანემია ან სისხლის შედედების პრობლემა
• გეგმავთ დაორსულებას
• გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (SLE) ან შემაერთებელი ქსოვილის სხვა დარღვევები,
• გაქვთ გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი ან თირკმლის აშკარა დაავადება.
• გაქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ექიმი მოგცემთ ფლურბიპროფენის დაბალ დოზას
• კანზე გამონაყარი, ლორწოვანი გარსის დარღვევები ან მომატებული მგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშანი. ასეთ შემთხვევაში ექიმი შეწყვეტს მკურნალობას.
• გაქვთ თვალებთან დაკავშირებული ჩივილები. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ოფთალმოლოგს.
არ გამოიყენოთ სხვა მსგავს ანალგეზურ საშუალებებთან ერთად.
შეიძლება განვითარდეს ფლურბიპროფენთან ასოცირებული, ძალიან იშვიათი და ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური კანის დაავადების ტიპი, რომელსაც ეწოდება ექსფოლიაციური დერმატიტი, თვალების და კანის ირგვლივ სისხლიანი, ანთება ხასიათდება შეშუპებით და სიწითლით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და კანის სერიოზული რეაქციები ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ამ მოვლენის რისკი ყველაზე მაღალი გაქვთ ძირითადად თქვენი მკურნალობის დასაწყისში, უმეტეს შემთხვევაში მოვლენა იწყება მკურნალობის პირველ თვეში.
თუ წარსულში ნებისმიერ დროს გქონდათ ეს სახიფათო ნიშნები, მაშინაც კი, თუ ეს ამჟამად აღგენიშნებატთ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ორსულობა:
- პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- აქსოფენი SR არ მიიღოთ ორსულობის ბოლოს (6 თვიდან). ორსულობის დროს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ, თუ არ არის ექიმის რეკომენდაცია.
- თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება:
აქსოფენი SR ძუძუთი კვების პერიოდში არ მიიღოთ. იმის გამო, რომ ფლურბიპროფენი გადადის დედის რძეში, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:
აქსოფენი SR-მა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, ტრემორი, ძილიანობა. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენებისგან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქსოფენი SR-ის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
ეს ფარმაცევტული პროდუქტი შეიცავს შაქარს და საქაროზას. თუ თქვენმა ექიმმა უკვე გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.
გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად:
ზოგიერთი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია აქსოფენი SR-თან ურთიერთქმედება:
• აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ)
• ასპირინი (ტკივილგამაყუჩებლები, სისხლის გამათხელებლები)
• ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებელი პრეპარატები)
• ბეტა-ადრენომაბლოკირებელი საშუალებები (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ)
• დიურეზული საშუალებები (შარდმდენი ტაბლეტები)
• კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ და ჰორმონის შემცვლელად)
• ზიდოვუდინი, ტიკლოპიდინი, ტაკროლიმუსი და ციკლოსპორინი (ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებული პრეპარატები)
• ლითიუმის ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (ფსიქიატრიული პრეპარატები)
• მეტოტრექსატი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
• დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის დროს)
• ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები (დიაბეტის სამკურნალო საშუალებები)
• ქინოლონის ანტიბიოტიკები (გამოიყენება ზოგიერთი ინფექციის წინააღმდეგ)
• ანტითრომბოციტული საშუალებები (გამოიყენება თრომბოზის სამკურნალოდ)
• ციმეტიდინი, რანიტიდინი, ანტაციდები (გამოიყენება კუჭის ზოგიერთი პრობლემის დროს)
თუ იღებთ ამ პრეპარატებს, გთხოვთ აცნობოთ ექიმს. ამ პრეპარატებს შეუძლიათ ურთიერთქმედება აქსოფენ SR-თან.
გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით რეცეპტით ან მის გარეშე გაცემულ სხვა პრეპარატებს,
გამოყენების მეთოდი:
თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ: მიიღება საღამოს, დღე-ღამეში ერთხელ ჭამის შემდეგ ჭიქა წყალთან ერთად.
გამოყენება ბავშვებში:
არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი, უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი დოზა.
გამოყენება ღვიძლის/თირკმლის უკმარისობის დროს:
- ხანგრძლივმა თერაპიამ გამოიწვია თირკმელების დაზიანება პაციენტებში, ამიტომ აქსოფენი SR სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის და თირკმელების მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
- თუმცა; რეკომენდებული არ არის თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში გამოყენება. თუ არსებობს თირკმლის უკმარისობის ნიშნები, ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
- თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ აქსოფენი SR-ის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია, ამის შესახებ ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი აქსოფენი SR:
უმეტესად ვითარდება ძილიანობა, გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი. ამ შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობაა საჭირო საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. აქტივირებული ნახშირის გამოყენება სასარგებლო უნდა იყოს აქსოფენი SR-ის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგეხმარებათ ამ საკითხში.
თუ დაგავიწყდათ აქსოფენი SR-ის მიღება:
- მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუ თქვენი შემდეგი დოზის მიღების დროა, გამოტოვეთ დამატებითი დოზა და გააგრძელეთ ნორმალური გამოყენება.
- გამოტოვებული დოზის დასაბალანსებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა, დოზა შეიძლება გადაჭარბებული იყოს თქვენთვის. თუ დაგავიწყდათ ერთზე მეტი დოზის მიღება, გთხოვთ აცნობოთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ აქსოფენი SR-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ხშირი:
•რინიტი • საშარდე გზების ინფექცია • სხეულის წონის ცვლილებები • მოუსვენრობა (შფოთვა) • დეპრესია • უძილობა • ნერვიულობა • ამნეზია • თავბრუსხვევა • თავის ტკივილი • რეფლექსების მატება • ძილიანობა • ტრემორი • მხედველობის ცვლილებები • ტინიტუსი • კუჭის ტკივილი • ყაბზობა • დიარეა • დისპეფსია • მეტეორიზმი • კუჭისა და ნაწლავიდან სისხლდენა (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა) • გულისრევა • ღებინება • კანის გამონაყარი • ასთენია • ორგანიზმში სითხის დაგროვება (როგორიცაა ტერფების შეშუპება) • სისუსტე (ავადმყოფობის შეგრძნება) • ღვიძლის ფერმენტების მომატება.
ნაკლებად ხშირი:
• ანემია • ჰიპერურიკემია • სითხის შეკავება • კონფუზია • ატაქსია • ცერებროვასკულარული იშემია • პარესთეზია • პაროსმია • კონიუნქტივიტი • გულის უკმარისობა • სისხლძარღვთა დარღვევები • ვაზოდილაცია • ჰიპერტენზია • ასთმა • ეპისტაქსისი • ბრონქოსპაზმი • სისხლიანი დიარეა • საყლაპავის დაავადება • გასტრიტი • ჰემატემეზი • პეპტიური წყლული • სტომატიტი • კუჭ-ნაწლავის წყლული • ჰეპატიტი • ანგიონევროზული შეშუპება • ეგზემა • ქავილი • ურტიკარია • კანკალი • ჰემატურია • თირკმლის უკმარისობა • შემცივნება • ცხელება
• ზოგიერთი ტესტის შედეგების ცვლილება (ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება).
იშვიათი:
• სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები) • მიოკარდიუმის ინფარქტი • კუჭ-ნაწლავის პერფორაცია • გლომერულონეფრიტი • თირკმლის პაპილარული ნეკროზი • ნეფროზული სინდრომი.
უცნობია:
• თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება
შემდეგი გვერდითი ეფექტები ძირითადად მიღებულია მსოფლიო პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან და ლიტერატურიდან. სიხშირის ზუსტი შეფასება, როგორც წესი, შეუძლებელია:
- ანემია (აპლაზიური ანემია, ჰემოლიზური ანემია), თრომბოციტოპენია, ნეითროპენია, ალერგიული შოკი (ანაფილაქსია), კოლიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადების გამწვავება, წვრილი ნაწლავის ანთება სისხლისა და ცილის დაკარგვით, სიყვითლე, ექსფოლიაციური დერმატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის დარღვევები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი), ასეპტიური მენინგიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები:
- აქსოფენი SR შეინახეთ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
- გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No:10 34885 Sancaktepe / İstanbul - Turkey
მწარმოებელი:
İlko İlaç San. ve Ticaret A.Ş.
3.Organize Sanayi Bölgesi Kuddusi Cad. 23. Sok. No:1 Selçuklu / Konya - Turkey