ჩვენება: სხვადასხვა ტიპის და ლოკალიზაციის ანთებითი, ეროზიული, წყლულოვანი და ინფექციური დაავადებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (გასტრიტი, კუჭის და 12 გოჯას წყლული, დუოდენიტი, ენტერიტი, კოლიტი, პანკრეატიტი, პანკრეოპათია, ქოლეცისტიტი და სხვა); ზედა და ქვედა სასუნთქი გზები (ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, სილიკოზი, ბრონქოექტაზია); შარდ-სასქესო სისტემა (პიელიტი, ცისტიტი, ურეტრითი); სასახსრე ხრტილი – სინოვიალური გარსი („მშრალი ართრიტი“); თვალი (კონიუნქტივიტი). ნაწლავების დისბაქტერიოზი. ბაქტერიული ვაგინოზი. ღრუ ორგანოების დაავადებების დროს წინა საოპერაციო მომზადება ან პოსტოპერაციული რეაბილიტაცია. უკუჩვენებები: უცნობია. გამოყენების წესი: მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი ენის ქვეშ დადებით 3-ჯერ დღეში. თუ ცისტიტის ტკივილიან გაღიზიანება გრძელდება 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. შარდში სისხლის არსებობა საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. გვერდითი მოვლენები: უცნობია.