ალაქსი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისთვის ეპიზოდური ყაბზობის დროს მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
ალაქსი®
Aloe capensis+Frangulae corticis extractum siccum
რას შეიცავს ალაქსი:
1 შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: 10-15 მგ ანტრანოიდულ ნაერთებს, ალოინის სახით.
აქტიური ნივთიერებები: 35 მგ Aloe barbadensis Miller-ისდა/ან Aloe ferox Miller-ის გამომშრალი წვენი, ფხვნილის სახით (ალოეს ფოთლები) ანტრანოიდების შემცველობით, 18% ალოინზე გადაანგარიშებით.42 მგ Rhamnus frangula L.-ის ქერქის მშრალი ექსტრაქტი (ხეჭრელის ქერქი), DER 5-8:1, ექსტრაგენტი: მეთანოლი) ანტრანოიდული ნაერთების შემცველობით, 15% ალოინზე გადაანგარიშებით.
დამხმარე ნივთიერებები: ბირთვი:მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდით, ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზას, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი,
გარსი:საქაროზა, ტალკი, გაფრქვევით გამომშრალი გუმიარაბიკი, ფუტკრის თეთრი ცვილისა და კარნაუბის ცვილისნარევი, Ponceau 4R (E 124).
რა არის ალაქსი და რისთვის გამოიყენება:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ანტრანოიდებს აქვთ საფაღარათო მოქმედება. მათი მოქმედების მექანიზმი მოიცავს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას (ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით) და ნაწლავიდან წყლის რეზორბციის დათრგუნვას. შედეგად, ჩქარდება ნაწლავების მოქმედება და რბილდება ნაწლავების შიგთავსი.
საფაღარათო მოქმედება შეიძლება განვითარდეს პრეპარატის მიღებიდან 8-12 საათის შემდეგ.
ალაქსი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისთვის ეპიზოდური ყაბზობის დროს მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
თუ სიმპტომები გაძლიერდება ან არ გაქრება, მიმართეთ ექიმს.
როდის არ უნდა გამოიყენოთ ალაქსი:
- არ გამოიყენოთ პრეპარატი აქტიური ნივთიერებების მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) ან პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგიის შემთხვევაში.
- პროდუქტის გამოყენების უკუჩვენებებია ნაწლავის გაუვალობა და სტენოზი, ატონია, აპენდიციტი, მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (მაგ. კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი), გაურკვეველი წარმოშობის მუცლის ტკივილი, ძლიერი დეჰიდრატაცია წყლისა და ელექტროლიტების დეფიციტით.
- არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
- თუ იყენებთ გულის სამკურნალო საშუალებებს, დიურეტიკებს, კორტიკოსტეროიდებს ან ძირტკბილას ფესვისგან დამზადებულ საშუალებებს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, სანამ დაიწყებთ ხეჭრელის ქერქისა და ალოესგან დამზადებული საშუალებების გამოყენებას.
- ისევე, როგორც სხვა საფაღარათო საშუალებები, ხეჭრელის ქერქისა და ალოესგან დამზადებული პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, ნაწლავის გაუვალობით ან კუჭ- ნაწლავის არადიაგნოსტირებული,მწვავე ან ქრონიკული პრობლემებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი გასცემს თანხმობას მათ გამოყენებაზე.
- საფაღარათო საშუალებების ყოველდღიურად გამოყენების საჭიროებისას, აუცილებელია შეკრულობის მიზეზის დადგენა.
- მოერიდეთ საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივ გამოყენებას. 1-2 კვირაზე ხანგრძლივი დროით მიღება არ არის რეკომენდებული და უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
- თუ ნერვული დაბოლოებების მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები მიიღება ხანგრძლივად, ნაწლავის ფუნქცია შეიძლება დაირღვეს (ნაწლავის ატონია) და შეიძლება განვითარდეს ამ საშუალებებზე დამოკიდებულება, რაც გამოიწვევს დოზის გაზრდის საჭიროებას და ყაბზობის გაძლიერებას.
- ხეჭრელის ქერქისა და ალოეს შემცველი საშუალებები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც თერაპიული ეფექტის მიღწევა შეუძლებელია კვების რეჟიმის შეცვლით ან ნაწლავის შიგთავსის მოცულობის გასაზრდელი საშუალებების მიღებით.
- ხეჭრელის ქერქისა და ალოეს შემცველი საშუალებების მიღებისას, დეფეკაციის შეუკავებლობის მქონე პაციენტებს უფრო ხშირად უნდა გამოეცვალოთ საფენები პერიანალური მიდამოს გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად.
- თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ხეჭრელის ქერქისა და ალოეს შემცველი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.
- სიფრთხილე გამოიჩინეთ ალაქსის გამოყენებისას, თირკმელების თანმხლები დაავადებების დროს. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
- სიფრთხილე გამოიჩინეთ ალაქსის გამოყენებისას ხანდაზმულ პაციენტებში.
- ბავშვები: არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ალაქსი და სხვა მედიკამენტები: უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ ამჟამად ან იღებდით ბოლო პერიოდში, ისევე როგორცნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომლის მიღებასაც ახლა აპირებთ.
- საფაღარათო მოქმედების მქონე საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს და/ან შეცვალოს გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატების მოქმედება.
- დიურეზულების, კორტიკოსტეროიდების ან ძირტკბილას ფესვისგან დამზადებული საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტური დისბალანსი.
- პრეპარატმა შეიძლება შეამციროს სხვა პერორალური მედიკამენტების შეწოვის ხარისხი.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ გამოიყენოთ ორსულობისას. ვინაიდან მისი გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, რეკომენდებული არ არის ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში. ზოგიერთი მეტაბოლიტი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში. თუ ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა: პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ალაქსი შეიცავს ლაქტოზას. თუ გამოვლინდა ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
საღებავმა (Ponceau 4R), რომელსაც შეიცავს ეს სამკურნალო პრეპარატი,შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
როგორ გამოიყენება ალაქსი:
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის, ფარმაცევტის ან მედდის რეკომედაციის მიხედვით. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტები: 1-2 შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, საღამოს, ჭიქა წყლის მიყოლებით. ჩვეულებრივ, საკმარისია პრეპარატის მიღება კვირაში არა უმეტეს 2-3-ჯერ. ოპტიმალური ერთჯერადი დოზა არის მინიმალური დოზა, რომელიც იწვევს ნაწლავის დაცლას დარბილებული შიგთავსისგან,ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
- არ გადააჭარბოთ 30 მგ ანტრანოიდების დღიურდოზას, რაც შეესაბამება დაახლოებით 2 ტაბლეტს დღეში.
- 1-2 კვირაზე ხანგრძლივი დროით პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. თუ პრეპარატის გამოყენებისას სიმპტომები (ყაბზობა) შენარჩუნებულია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ალაქსის ჭარბი დოზით მიღებისას: დოზის გადაჭარბების ან ბოროტად გამოყენების ძირითადი სიმპტომები მოიცავს მუცლის არეში ძლიერ ტკივილს და ფაღარათს წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვით, რისი აღდგენაც აუცილებელია (კერძოდ, დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს კალიუმის დაკარგვა). თუ ჭარბი დოზირებით მიღებისას მიმართეთ ექიმს. მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური და აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ალაქსის დოზის გამოტოვება: არ მიიღოთ პრეპარატი გაორმაგებული დოზით, გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.
შესაძლო გვერდითი ეფექტები:
- შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
- ხეჭრელის ქერქის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის არეში სპაზმი, ნაწლავის შიგთავსის გათხელება,განსაკუთრებით პაციენტებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით. თუმცა, ეს სიმპტომები შესაძლებელია გამოვლინდეს გადაჭარბებული დოზებით მიღებისას, რა დროსაც საჭიროა დოზის შემცირება. ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, პროტეინურიადა ჰემატურია.
- პრეპარატის გამოყენებისას შარდის შეფერილობა შესაძლოა შეიცვლოს და გახდეს ყვითელი ან მოწითალო-მოყავისფრო (დამოკიდებულია შარდის pH-ზე); თუმცა, ეს სიმპტომი კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
თუ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის აღწერილი,მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება ალაქსი:
- შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
- ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს მითითებულითვის ბოლო დღეს.
- არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ფარმაცევტს. ეს მიდგომა ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
პასუხისმგებელი პირი და მწარმოებელი:
Poznanskie Zaklady Zielarskie „Herbapol“ S.A.
ტოვაროვას ქ. 47/51, 61-896 პოზნანი, პოლონეთი
ტელეფონი + 48 61 886 18 00, ფაქსი + 48 61 853 60 58