გამოიყენება გარკვეული კანის დაავადებების დროს.
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება დერმისეტი?
დერმისეტი წარმოადგენს საშუალო მოქმედების დერმოკორტიკოიდის - ტრიამცინოლონ აცეტონიდის და კერატოლიტური აგენტის - სალიცილის მჟავას კომბინაციას.
აქტიური ნივთიერებებია: ტრიამცინოლონის აცეტონიდი და სალიცილის მჟავა.
დამხმარე ნივთიერებებია: ეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი/ჰიდროქლორინის მჟავა, გასუფთავებული წყალი.
დერმისეტი გამოიყენება გარკვეული კანის დაავადებების დროს, რომელთაც ძირითადად ახასიათებთ კანის გასქელება. იგი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ეგზემა და კორტიკოსტეროიდებზე მგრძნობიარე კანის დაავადებები, რომლებსაც ახასიათებთ ჰიპერკერატოზი და/ან ქერცლისებრი უჯრედების წარმოქმნა.
- ფსორიაზი, დიდი ფსორიაზული ფოლაქების გამოკლებით.
- კანის ლიქენიფიკაცია.
- ნეიროდერმატიტი.
- ბრტყელი ლიქენი.
- კერატოდერმია პალმოპლანტარისი (პალმოპლანტარული ჰიპერკერატოზი).
არ გამოიყენოთ დერმისეტი:
თუ გაქვთ ალერგია სალიცილატებზე (ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ან რომელიმე ნებისმიერ დამხმარე ნივთიერებაზე:
- წყლულები
- აკნე
- როზაცეა
- კანის ვირუსული ეტიოლოგიის ინფექცია (ჩუტყვავილა, ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი), ბაქტერიული (იმპეტიგო), სოკოვანი ინფექციები (რომლებსაც თან ახლავს მიკროსკოპული გამოკვლევა) ან პარაზიტული ინფექციები.
- არ წაისვათ სახეზე, თუ ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშნავთ.
- ქუთუთოებზე წასმა
- ლორწოვან გარსებზე წასმა
ეჭვის შემთხვევაში, ნუ მოგერიდებათ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
ეს წამალი უნდა იქნას გამოყენებული ექიმის დანიშნულებისამებრ:
- არ გამოიყენოთ სახეზე, თუ ეს არ დაგინიშნათ ექიმმა.
- თავი აარიდეთ პრეპარატის დიდი ფართობზე გამოყენებას ან საფენქვეშ დაყოვნებას, რადგან მოქმედი ნივთიერების ნაწილობრივი შეწოვა სისხლში შესაძლებელია.
- მოერიდეთ პრეპარატის ხანგრძლივ გამოყენებას სახეზე და კანის ნაოჭებში.
- გაღიზიანების ან ინფექციის ნებისმიერი შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.
- მკურნალობის დროს არ მიიღოთ ასპირინის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველი პერორალური მედიკამენტები.
- არ გამოიყენოთ პრეპარატი სხვა ადგილობრივი საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ სალიცილატის წარმოებულებს.
- თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ სუფთა წყლით.
დიდ ფართობზე ან საფენქვეშ მკურნალობამ, კორტიკოსტეროიდების სისხლის მიმოქცევაში შეღწევის მაღალი რისკის გამო, შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები, პერორალური ან პარენტერალური კორტიკოსტეროიდებით თერაპიის მსგავსი, ასევე სალიცილატით ინტოქსიკაცია.
ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მედიკამენტები და დერმისეტი:
სხვა მედიკამენტებთან შესაძლო ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერი სხვა თანმხლები მკურნალობის შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა:
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მიმართეთ ექიმს.
- ზოგადად, ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: სპეციალური უსაფრთხოების ზომები არ არის საჭირო.
დოზირება:
- დოზა შეადგენს 1-დან 2 გამოყენებას დღეში.
- არ გაზარდოთ ყოველდღიური გამოყენების რაოდენობა.
- გამოიყენეთ საშუალოდ 1- 2 მლ კანისთვის განკუთვნილი ხსნარი.
- ყოველთვის დაიცავით ექიმის მითითებები.
მიღების მეთოდი და გზა:
- კანზე გამოსაყენებელი.
- გამოიყენეთ კანის ხსნარი დაზიანებულ უბნებზე.
- გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
- მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად-გამოყენების სიხშირის შემცირებით და/ან ნაკლებად ძლიერი კორტიკოიდის გამოყენებით ან დოზის შემცირებით.
- მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 კვირას.
- მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება და არ გაახანგრძლივოთ მკურნალობა.
თუ გამოიყენეთ დერმისეტი რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობით: შეიძლება გამოვლინდეს არასასიამოვნო სიმპტომები. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დერმისეტის გამოყენება: არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. შემდეგი დოზა მიიღეთ რაც შეიძლება მალე.
თუ შეწყვეტთ დერმისეტის გამოყენება:
- ეს შეამცირებს მკურნალობის ეფექტურობას.
- მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით. დერმისეტის გამოყენების შეწყვეტის შესახებ რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
დერმისეტს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება:
- სიწითლე, წვის შეგრძნება გამოყენების შემდეგ
- კორტიკოსტეროიდის არსებობის გამო:
- ხანგრძლივი გამოყენებისას არსებობს კანის განლევისა და მოდუნების, წვრილი სისხლძარღვების გაფართოების, სტრიების, აკნეს განვითარების რისკი.
- შეიმჩნევა შემთხვევები, როდესაც გამოვლენილია სხეულზე თმის ჭარბი ზრდა, კანის პიგმენტაციის დარღვევა და მეორადი ინფექციები, განსაკუთრებით საფენქვეშა მკურნალობის ან კანის ნაოჭებში გამოყენების დროს.
- ყოველი ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
როგორ შევინახოთ დერმისეტი:
- შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- ეს მედიკამენტი ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
- არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება იმავე თვის ბოლო დღეს.
- შეფუთვის საფარი ფრთხილად უნდა გაიწმინდოს და მჭიდროდ დაიხუროს. გახსნის შემდეგ, შენახვის ვადაა 6 თვე.
- არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი- III ჯგუფი, გაიცემა ურეცეპტოდ.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი: Galenica S.A.; ელეფთერიასის ქ. 4, 14564 კიფისია, საბერძნეთი; ტელ: +30 210 52 81 700, ფაქსი: +30 210 52 45 939.
მწარმოებელი:
One Pharma Industrial Pharmaceutical Company S.A.
ათინონ-ლამიასის ჩრდილოეთ რაიონის მე-60 კმ, სქიმატალი, ვიოტია, საბერძნეთი