ალიციდი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ათლეტის ტერფი, საზარდულის მიდამოს ქავილი, რინგვორმი (სხეულის ტინეა), გამონაყარი (კანდიდოზი) და ნაირფერი პიტირიაზი.
აქტიური ნივთიერება(ები): კრემის ყოველი გრამი შეიცავს 10 მგ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერება(ები): ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანის მონოსტეარატი, ცეტილ პალმიტატი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პოლისორბატი 60, იზოპროპილის მირისტატი და გასუფთავებული წყალი.
ალიციდი სოკოვანი
დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. ალიციდი კლავს ზოგიერთ კანის პრობლემების გამომწვევ სოკოებს ან აფერხებს მათ ზრდას.
ალიციდი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა ათლეტის ტერფი (ტერფის ტინეა), საზარდულის მიდამოს ქავილი (საზარდულის ტინეა), რინგვორმი (სხეულის ტინეა), გამონაყარი (კანდიდოზი) და ნაირფერი პიტირიაზი.
დაიტანეთ ალიციდი კანის ინფიცირებულ ადგილებზე, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ:
განაგრძეთ კრემის გამოყენება რეკომენდებულ მკურნალობის პერიოდში, მაშინაც კი, თუ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ინფექციის გაუმჯობესება. კრემის არარეგულარულად გამოიყენების ან გამოყენების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია ინფექციის კვლავ გამოჩენა.
თქვენი კანის მდგომარეობის გაუმჯობესდება ალიციდით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. მაგრამ მას შემდეგ, რაც ინფექცია განიკურნება, დაზიანებული კანის სრულად განკურნებას მეტი დრო დასჭირდება. ალიციდის ეფექტი გაგრძელდება მკურნალობის პერიოდის დასრულების შემდეგაც და თქვენი კანი გააგრძელებს განკურნებას.
თუ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში არ შენიშნეთ გაუმჯობესების არანაირი ნიშნები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი და მეთოდი:
დაიტანეთ კრემი შემდეგნაირად:
თუ კანი დაზიანებულია ხელის ან ფეხის თითებს შორის ან დუნდულებზე, მკერდის ქვეშ, იღლიის ფოსოში ან საზარდულის მიდამოში, კრემის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ დაფაროთ ეს არე დილბანდით. ეს განსაკუთრებით რეკომენდებულია დაწოლის დროს. თუ თქვენ იყენებთ დოლბანდს, გამოიყენეთ ახალი, სუფთა დოლბანდი კრემის ყველა გამოყენებისას.
იმისათვის, რომ მკურნალობა წარმატებული იყოს, დაზიანებული კანის არე უნდა შეინარჩუნოთ სუფთად, მისი რეგულარული დაბანვით. გააშრეთ კანი ნაზი შეხებით და გახეხვის გარეშე. არ დაიკაწროთ ადგილი, მაშინაც კი, თუ ის გექავებათ, რადგან ამან შეიძლება კიდევ უფრო დააზიანოს კანი და შეანელოს განკურნების პროცესი ან გაავრცელოს ინფექცია.
შეინახეთ ეს სამკურნალო საშუალება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას თავის შეფუთვაში.
ინახება 25ºC-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
შეინახეთ ტუბი მჭიდროდ დახურული.