კასარკი HD ტაბლეტი 32მგ+25მგ გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ მოზრდილებში, როცა არტერიული წნევის კონტროლი შეუძლებელია მხოლოდ კანდესარტანის ცილექსეტილით ან ჰიდროქლოროთიაზიდით მონოთერაპიის დროს.
მოქმედი ნივთიერება: candesartan, hydrochlorothiazide;
1 ტაბლეტი შეიცავს: კანდესარტანის ცილექსეტილს, 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 32 მგ-ს; ჰიდროქლოროთიაზიდს, 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 25 მგ-ს;
დამხმარე ნვთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; კალციუმის კარმელოზა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; პოლიეთილენგლიკოლი (პეგ 8000); მაგნიუმის სტეარატი; რკინის ოქსიდი წითელი (E172); რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
კასარკი HD ნაჩვენებია:
კასარკი HD-ს რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში.
ორალური გამოყენებისათვის.
კასარკის HD მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. საკვები არ მოქმედებს კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე. არ არის გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ჰიდროქლორითიაზიდსა და საკვებს შორის.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.