ეტიმიბ-დენკი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად.
აქტიური ნივთიერება არის ეზეტიმიბი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი (K29/32), ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული].
ეტიმიბ-დენკი არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად. ეტიმიბ-დენკი ამცირებს სისხლში საერთო ქოლესტერინის, „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL ქოლესტერინი) და ცხიმოვანი ნივთიერებების, ე.წ ტრიგლიცერიდების დონეს. გარდა ამისა, ეტიმიბ-დენკი ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის (HDL ქოლესტერინი) დონეს.
ის გამოიყენება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ ქოლესტერინის დონის კონტროლი მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის მიღებისას, პაციენტმა უნდა დაიცვას ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტა.
ეტიმიბ-დენკი ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ეტიმიბ-დენკი არ ეხმარება წონაში კლებას.
ეტიმიბ-დენკი აძლიერებს სტატინების, ქოლესტერინის დამწევ ეფექტს, მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ქოლესტერინს.
ქოლესტერინი ერთ-ერთია რამდენიმე ცხიმოვანი ნივთიერებიდან, რომლებიც სისხლში გვხვდება. თქვენი საერთო ქოლესტერინი ძირითადად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDL) ქოლესტერინისგან შედგება.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინს ხშირად „ცუდ“ ქოლესტერინს უწოდებენ, რადგან მას შეუძლია არტერიების კედლებში დაგროვება, ფოლაქების წარმოქმნა. საბოლოოდ, ამ ფოლაქის დაგროვებამ შეიძლება არტერიების შევიწროება გამოიწვიოს. შევიწროებას შეუძლია შეანელოს ან დაბლოკოს სისხლის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, როგორიცაა გული და ტვინი. სისხლის მიმოქცევის ბლოკირებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს ხშირად ‘’კარგ“ ქოლესტერინს უწოდებენ, რადგან ის ხელს უშლის ცუდი ქოლესტერინის დაგროვებას სისხლძარღვებში და იცავს გულის დაავადებებისგან.
ტრიგლიცერიდები სისხლში ცხიმის კიდევ ერთი ფორმაა, რომელმაც შეიძლება გაზარდოს გულის დაავადებების რისკი.
ეტიმიბ-დენკი გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად დიეტასთან ერთად, თუ გაქვთ :
თუ გულის დაავადება გაქვთ, ეტიმიბ-დენკი ქოლესტერინის დამწევ პრეპარატებთან, სტატინებთან ერთად, ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, გულში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად ქირურგიული ოპერაციის ან გულმკერდის ტკივილის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს.
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა ქოლესტერინის დონის შესამცირებელი მედიკამენტების მიღება უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ექიმი არ ურჩევს პაციენტს რომ მკურნალობა უნდა შეწყდეს.
რეკომენდებული დოზა არის ეტიმიბ-დენკ 10 მგ ტაბლეტი პერორალურად დღეში ერთხელ. ეტიმიბ-დენკი მიიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
თუ ექიმმა ეტიმიბ-დენკი სტატინთან ერთად დანიშნა, ორივე პრეპარატის მიღება შესაძლებელია ერთდროულად. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია დოზირების ინსტრუქცია ამ კონკრეტული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში.
თუ ექიმის რეკომენდაციით ეტიმიბ-დენკი მიიღება ქოლესტირამინთან ან სხვა ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტთან ერთად (ქოლესტერინის დონის შესამცირებელი პრეპარატები), ეტიმიბ-დენკი მიიღება ნაღვლის მჟავის სეკვესტრანტის მიღებამდე სულ მცირე 2 საათით ადრე ან 4 საათის შემდეგ.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე წარწერით „Exp”. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 2 წელი
ინახება 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენება, თუ შეინიშნება სამკურნალო პროდუქტის რაიმე გარეგნულ ცვლილება, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება ფალსიფიკაციის ნიშნები.
არ შეიძლება მედიკამენტების გადაყრა ჩამდინარე წყლებში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, თუ გამოუყენებელი მედიკამენტების გასანაგდურებლად. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.