Newclav tab 1gr #14

Newclav tab 1gr #14

კვიპროსი

მედოქემი
About Product
საერთაშორისო დასახელება - amoxicillin+clavulanic acid
ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავა
ნიუკლავი არის ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას. მის შემადგენლობაში შედის ორი სხვადასხვა პრეპარატი: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „პენიცილინი“, რომლის მოქმედება ზოგჯერ შეიძლება შეჩერებულ იქნას (მოხდეს ინაქტივაცია). მეორე აქტიური ნივთიერება (კლავულანის მჟავა) აჩერებს ამ პროცესს.

ნიუკლავი ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
შუა ყურის და სინუსის ინფექციები
სასუნთქი გზების ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის პირის ღრუს ინფექციები

ძვლებისა და სახსრების ინფექციები
ნიუკლავს შეუძლია დაამძიმოს ზოგიერთი არსებული მდგომარეობა ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოქმედება. აღნიშნული ითვალისწინებს ალერგიულ რეაქციებს, კონვულსიებს (კრუნჩხვა) და მსხვილი ნაწლავის ანთებას. ნიუკლავის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა გარკვეულ სიმპტომებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პრობლემის რისკის შესამცირებლად.

ნიუკლავის მიღების წესი
მოზრდილები:
სტანდარტული დოზა: 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ
დიდი დოზა: 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ
ბავშვები:
40 კგ და 40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: როგორც მოზრდილების შემთხვევაში
40 კგ და 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: 6 წლის ან ნაკლები ასაკის ბაშვებისთვის რეკომენდებულია პერორალური სუსპენზიის მიღება.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვების შემთხვევაში, ნიუკლავის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. 25 კგ-ზე ნაკლების წონის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ტაბლეტებით მკურნალობა.

ნიუკლავის მიღების წესი:
გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი ერთ ჭიქა წყალთან ერთად საკვების მიღების დაწყებისას ან ცოტა ადრე.
გაანაწილეთ დოზები ერთნაირად დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 საათში.
არ მიიღოთ ნიუკლავი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თავი უკეთესად არ იგრძენით, შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში):
კანდიდოზი (კანდიდას ინფექცია საშოში, პირის ღრუში ან კანზე)
ღებინების შეგრძნება (გულისრევა), განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
Show More
More Info
Brand
მედოქემი
Country
კვიპროსი
Generic
amoxicillin+clavulanic acid
Dose
875მგ+125მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
14
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page