შემადგენლობა: ამოქსიცილინი+ კლავულანის მჟავა ჩვენებები: თერაპინი BID სუსპენზია ნაჩვენებია მითითებული ორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით განპირობებული ინფექციების სამკურნალოდ იმ პირობებში, რომლებიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი: ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები:ტონზილიტი, სინუსიტი და შუა ყურის ანთება ქვედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, პნევმონია, ბრონქოპნევმონია. შარდსასქესო ტრაქტის ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი. რბილი ქსოვილებისა და კანის ინფექციები: ფურუნკული, აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობისმიერი ინფექციები. დენტალური ინფექციები: დენტოალვეოლური აბსცესი. სხვა ინფექციები: ინტრააბდომინალური სეფსისი. უკუჩვენებები: კლამოქსი® უკუნაჩვენებია პენიცილინის ჯგუფის ნებისმიერი პრეპარატის მიმართ ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში. შეიძლება გამოვლინდეს ჯვარედინი ინფექცია სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ავადმყოფობის ანამნეზში აქვთ სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის მოშლა ამოქსიცილინის /კლავულანის მჟავის ან პენიცილინის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ორსულობა: ორსულობისას გამოიყენება რისკისა და სარგებლის კოეფიციენტის შეფასების შემდეგ. ლაქტაცია: კლამოქსის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია. დოზირება და მიღების წესი: თერაპინი BID მშრალი ფხვნილი ორალური სუსპენზიისთვის 2 თვიდან-6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დღიური რეკომენდირებული დოზაა: სუსტი და ზომიერი ინფექციების დროს: 25/3.6 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინი/კლავულანატი) უფრო მწვავე ინფექციების დროს: 45/6.4 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინი/კალვულანატი) დღიური დოზა უნდა გაიყოს თანაბარ დოზებად და მიღებული უნდა იქნას ყოველ 12 საათში. ბავშვები 2 თვიდან-2 წლამდე: სუსტი და მწვავე ინფექციების დროს დოზა გამოთვლილი უნდა იყოს სხეულის წონის მიხედვით. 2-6 წლის ასაკის ბავშვები: სუსტი და ზომიერი ინფექციების დროსთერაპინი BIDის რეკომენდირებული დოზა არის შემდეგი: 25/3.6 მგ/კგ/დღე (ამოქსიცილინ/კლავულანატი) 2-6 წელი (13-21 კგ) 5 მლ ყოველ 12 საათში 45/6.4 მგ/კგ/დღე (ამოქსიცილინ/კლავულანატი) 2-6 წელი (13-21 კგ) 10 მლ ყოველ 12 საათში თერაპინი BID ორალური სუსპენზია არ არის რეკომენდებული 2 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში მოუმწიფებელი რენალური ფუნქციის გამო.
ორალური სუსპენზიის მომზადების ინსტრუქცია: დაამატეთ წყალი ფლაკონის ნახევრამდე და კარგად შეანჯრიეთ. დაელოდეთ 5 წუთი, სანამ არ წარმოიქმნება ჰომოგენური დისპერსია. დაამატეთ წყალი მონიშნულ ადგილამდე და ისევ შეანჯღრიეთ კარგად. გახსნილი სუსპენზია აქტიურია 7 დღის განმავლობაში მაცივარში, შენახვის პირობების შესაბამისად. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ორალური სუსპენზია. არ გაყინოთ. შენახვის პირობები: ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე მშრალ ადგილას. გახსნილი სუსპენზია მდგრადია 7 დღის განმავლობაში, მაცივარში შენახვის პირობებში(-2-8C)