Coclav susp 457mg/5ml 70ml #1

Coclav susp 457mg/5ml 70ml #1

თურქეთი

მენარინ საგლიკი
About Product
შემადგენლობა: ამოქსიცილინი/კალვულანის მჟავა

200 მგ/28 მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად

400 მგ/57 მგ ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად
თერაპიული ჩვენებები: კოკლავი გამოყენებულ უნდა იქნას ანტიბიოტიკების გამოყენების ადგილობრივი ოფიციალური გაიდლაინების და მგრძნობელობის მონაცემების მიხედვით.

კოკლავის სუსპენზია (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) ნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ხანმოკლე მკურნალობისათვის, როდესაც მათი მიზეზი ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტული ბეტა-ლაქტამაზას წარმომქმნელი შტამებია. სხვა შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ამოქსიცილინი.

• ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები), როგორიცაა: მორეციდივე ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება.

• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, წილოვანი პნევმონია და ბრონქოპნევმონია.

• საშარდე სისტემის ინფექციები, როგორიცაა: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.

• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა: ცელულიტი, ცხოველის ნაკბენი.

• სტომატოლოგიური ინფექციები, დენტოალვეოლარული აბსცესის ჩათვლით.

პრეპარატის მიმართ მგრძნობელობა შეიძლება შეიცვალოს დროის და გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით. აუცილებელია განსაზღვრული იყოს ადგილობრივი მგრძნობელობა. საჭიროებისას, უნდა ჩატარდეს მიკრობიოლოგიური სინჯების შეგროვება და ბაქტერიოლოგიურ მგრძნობელობაზე შემოწმება.

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები ჩამოთვლილია ინსტრუქციის პუნქტი “ფარმაკოლოგიური თვისებები”-ს მიკრობიოლოგიური აქტივობის ნაწილში. (იხ. პუნქტი 5.1).

შერეული ინფექციების, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ორგანიზმებით და კოკლავის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებლი ორგანიზმებით, მკურნალობა შეიძლება კოკლავის სუსპენზიით (228 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ). ეს ინფექციები არ საჭიროებს სხვა ანტიბიოტიკის დამატებას, რომელიც რეზისტენტულია ბეტა-ლაქტამაზას მიმართ.

მიღების წესი და დოზირება

დოზირება დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, ასევე პაციენტის ასაკზე, წონასა და თირკმლის ფუნქციაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე.

მომზადებული სუსპენზია ინახება 2-8რC ტემპერატურაზე მაცივარში და გამოიყენება არაუმეტეს 7-10 დღის განმავლობაში.

დაუშვებელია გაყინვა.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით
Show More
More Info
Brand
მენარინ საგლიკი
Country
თურქეთი
Generic
amoxicillin+clavulanic acid
Dose
457მგ/5მლ
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
70მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page