ფაგიო - 20მლ დოზის ხსნარის სახით, გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. შეფუთვაში - 4 ცალი.
საერთაშორისო დასახელება: Pyobacteriophagum liquidum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალებები → ბაქტერიოფაგი
აღწერილობა:
სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის, გამჭვირვალე, სპეციფიკური გემოს მქონე სითხე.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს ბაქტერიების: Streptococcus, Staphylococcus, E. coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს. თითოეული ფაგის ტიტრი არანაკლებ 1×10⁵.
ფარმაცევტული ფორმა:
20 მლ სტერილური ხსნარი შიგნით მისაღებად (per os, per rectum), ადგილობრივი და გარეგანი გამოყენებისთვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპეციფიკური ანტიბაქტერიული პრეპარატი.
თერაპიული ჩვენებები:
ფაგიო® გამოიყენება ბაქტერიებით (Streptococcus, Staphylococcus, E. coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus) გამოწვეული ჩირქოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.
მკურნალობის მიზნით პრეპარატი გამოიყენება:
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოიყენება:
უკუჩვენებები:
პრეპარატის ფლაკონის შიგთავსის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
დოზირება, გამოყენების წესი და მიღების მეთოდი:
ფაგოთერაპიის ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ფაგისადმი (პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ფაგებისადმი) მგრძნობელობის განსაზღვრა.
პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენებისას დაავადების ადრეულ ეტაპზე და უშუალოდ ინფექციის კერაზე ზემოქმედების შემთხვევაში.
ფაგიო® ინიშნება ექიმის მიერ:
ლოკალური დაზიანებით მიმდინარე ჩირქოვან-ანთებითი პროცესის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება ერთდროულად როგორც ადგილობრივად, ისე დასალევად (per os).
მკურნალობის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 5-10 დღეს.
დოზირება განისაზღვრება:
დაზიანებული ადგილის ზომით და/ან მოცულობით.
ინფიცირებულ ღრუში პრეპარატი შეჰყავთ მისი ჩირქისგან განთავისუფლებისა და დრენირების შემდეგ, ექიმის მიერ სტერილიზაციის პირობების სრული დაცვით. შესაყვანი პრეპარატის რაოდენობა შედარებით ნაკლები უნდა იყოს ამოღებული ჩირქის რაოდენობაზე.
მომდევნო დღეებში პრეპარატი ღრუში შეჰყავთ დრენაჟის მეშვეობით. პროცედურა ტარდება დღეში ერთხელ, 3-5 დღის განმავლობაში.