Clavomed susp 312.5/5ml 80ml #1

Clavomed susp 312.5/5ml 80ml #1

ეგვიპტე

სედიკო ფარმაცეუტიკალსი
About Product
შემადგენლობა: ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი+ კლავულანის მჟავა

ჩვენებები: კლავომედი ნაჩვენებია უფროსებში და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადოდ დადასტურებული დიაგნოზი); მწვავე შუა ოტიტი; ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადოდ დადასტურებული დიაგნოზი); არაჰოსპიტალური პნევმონია; ცისტიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ, ცელულიტი (კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ანთება), ცხოველთა ნაკბენები, მძიმე ფორმის დენტალური აბსცესი გავრცელებადი ცელულიტით; ძვლების და სახსრების ინფექციები, კერძოდ, ოსტეომიელიტი. აუცილებელია ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების შესახებ ოფიციალურ გზამკვლევებში მოცემული ინფორმაციის გათვალისწინება.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, პენიცილინების ჯგუფის ნებისმიერი სამკურნალო საშუალების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; ანამნეზში დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსია), დაკავშირებული სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებასთან, მაგალითად, ცეფალოსპორინების, კარბაპენემების ან მონობაქტამების; ანამნეზში სიყვითლე-ღვიძლის დისფუნქცია, დაკავშირებული ამოქსიცილინი-კლავულანის მჟავის კომბინაციის გამოყენებასთან.

გამოყენების წესი და დოზირება: დოზირება: დოზები მითითებულია ამოქსიცილინი-კლავულანის მჟავის კომბინაციისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოცემულია დოზები თითოეული კომპონენტისათვის ცალ-ცალკე. დოზის შერჩევისას კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები: ინფექციის სავარაუდო გამომწვევები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ; ინფექციის სირთულის ხარისხი და ლოკალიზაცია; პაციენტის ასაკი, სხეულის მასა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა; საჭიროებისას უნდა განიხილოს პრეპარატის სხვა წამლის ფორმების გამოყენება, მაგალითად, ამოქსიცილინის უფრო მაღალი დოზების შემცველობით და-ან ამოქსიცილინი-კლავულანის მჟავის სხვა თანაფარდობით.

წამლის ფორმა: ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის 125მგ-31,25მგ-5 მლ მოსამზადებლად. 80მლ მოცულობის მუქი შუშის ფლაკონი პლასტმასის დოზირებული თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
მზა სუსპენზია ინახება არაუმეტეს 10C ტემპერატურაზე და გამოიყენება 7 დღის განმავლობაში.
აღწერა: მოთეთრო ფერის ფხვნილი ან გრანულირებული ფხვნილი ტკბილი გემოთი და ხილის სურნელით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
სედიკო ფარმაცეუტიკალსი
Country
ეგვიპტე
Generic
amoxicillin+clavulanic acid
Dose
312.5მგ/5მლ
Form
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
80მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page