Bactox susp.250mg/5ml 60ml #1

Bactox susp.250mg/5ml 60ml #1

საფრანგეთი

ინოტექ ინტერნასიონალი
About Product
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
ბაქტოქსი 250 მგ ფხვნილი ორალური სუსპენზიისათვის: ფლაკონი 12 დოზა, შეესაბამება 60 მლ გამზადებულ სუსპენზიას. 1 დოზირებული კოვზი (5 მლ) შეიცავს 250 მგ ამოქსიცილინს;
ბაქტოქსი 125მგ ფხვნილი ორალური სუსპენზიისათვის: ფლაკონი 12 დოზა, შეესაბამება 60 მლ გამზადებულ სუსპენზიას. 1 დოზირებული კოვზი (5 მლ) შეიცავს 125 მგ ამოქსიცილინს;დამხმარე ნივთიერება (სამივე ფორმისათვის) საკმარისი 60 მლ ფლაკონისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პენიცილინი A ჯგუფის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი.ჩვენება: ბაქტოქსი ნაჩვენებია ბაქტერიული ინფექციებისა და სუპერინფექციების დროს, რომლებიც მგრძნობიარეა პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრის მიმართ;
- სეზონური რესპირატორული ინფექციები,
-ოტოლარინგოლოგია (რინიტი, რინოფარინგიტი, ფარინგიტი);
- პულმონოლოგია (ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია);
-გინეკოლოგია (სალპინგიტი, ოოფორიტი, ლისტერიოზი, ენდომეტრიტი);
- უროლოგია, ნეფროლოგია (ცისტიტი, პიელონეფრიტი…და სხვ.);
-გასტროენტეროლოგია (Helicobacter pylori–ით გამოწვეული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები);
- ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა: ყბა-სახის ქირურგია, ოტოლარინგოლოგია, გასტროენტეროლოგია, უროლოგია (ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკა);
- მენინგიალური გარსების ანთების მკურნალობისას, ინექციებიდან პერორალურ მკურნალობაზე გადასვლისას (იგი კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს).

უკუჩვენება: ალერგია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ. ინფექციური მონონუკლეოზი (კანზე გამონაყარის მომატების რისკი).მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: მოზრდილებისათვის ბაქტოქსი 500მგ: 15-20 მგ/კგ/დღეში 2-3 მიღებაზე ანუ საშუალოდ 1 დოზირებული კოვზი 2-ჯერ დღეში;  ბავშვებისათვის ბაქტოქსი 250 მგ და 125 მგ: 30 თვის ზევით - 25-35 მგ/კგ/დღეში ანუ 250 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 2-3-ჯერ დღეში; 30 თვემდე – 35-50 მგ/კგ/დღეში ანუ საშუალოდ 125 მგ სუსპენზიის 1 დოზირებული კოვზი 3-ჯერ დღეში 8საათში ერთხელ.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებისაგან დამოუკიდებლად. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად პრეპარატი მიღებულ უნდა იქნეს რეგულარულად. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული გამოვლინება: ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, კანის ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი. დისპეფსიური მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. კანდიდოზი.

ორსულობა და ლაქტაცია: აუცილებლობის შემთხვევაში ამოქსიცილინის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის ნებისმიერ ვადაში. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში.შენახვის წესი და გამოყენების ვადა: პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტესი 250C.оმოარიდეთ ბავშვებს. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
Show More
More Info
Brand
ინოტექ ინტერნასიონალი
Country
საფრანგეთი
Generic
amoxicillin
Dose
250მგ/5მლ
Form
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
60მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page