Duramox 250mg/5ml oral susp

Duramox 250mg/5ml oral susp

კვიპროსი

ვოგენი
About Product
რეპარატის ფორმები:
პერორალურად მისაღები კაფსულები, თითოეული მათგანი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს 250 და 500 მგ-ს და სუსპენზიის მოსამზადებელ მშრალ ნივთიერებებს 125 მგ/5 მლ-ში და 250 მგ/5 მლ-ში, 60 და 100 მლ ფლაკონებში.

შემადგენლობა:
კაფსულები და სუსპენზიის მოსამზადებელი მშრალი ნივთიერება შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზურ ანტიბიოტიკს პენიცილინების ჯგუფიდან, ბაქტერიოციდული მოქმედებით როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, ხასიათდება სწრაფი შეწოვით (არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე) და სწრაფი დიფუზიით ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში და სითხეში.

ჩვენება:
დურამოქსი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ბრონქიტი, პნევმონია, ანგინა, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, ენტეროკოლიტი, გონორეა და სხვა.

უკუჩვენება:
პენიცილინებისა და ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებანი:
სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ ავადმყოფებს, რომლებიც ხასიათდებიან ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებით და ასევე სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის ციება, ერითემა, რინიტი, კონიუქტივიტი, იშვიათად ციება, ტკივილი სახსრებში, ეოზინოფილია, ძალზე იშვიათად ანაფილაქსიური შოკი.

დოზირება და მიღების წესი:
უფროსებისა და 10 წელზე ზევით ასაკის ბავშვებისათვის (40 კგ. წონის ზევით) ჩვეულებრივი დოზაა პერორალურად 250-500 მგ. ყოველ 8 საათში.
5-10 წლამდე ბავშვებისათვის 125 მგ. ყოველ 8 საათში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს ენიშნებათ სადღეღამისო დოზა 20 მგ/კგ სხეულის მასაზე
პრეპარატის მიღება სასურველია საკვების ან რძის მიყოლებით კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფექციის სიმპტომების გაქრობიდან არანაკლებ 2-3 დღის განმავლობაში.

შენახვის პირობები:
მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ვოგენი
Country
კვიპროსი
Generic
amoxicillin
Dose
250მგ/5მლ
Form
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page