Azithromycin Bene is indicated for the treatment of gastrointestinal diseases (associated with H. pylori), acute sexually transmitted infections, and upper and lower respiratory tract infections.
დასახელება - აზითრომიცინი ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ 37.5მლ ფლაკონი #1შემადგენლობამომზადებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: 200 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით.ჩვენება:აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:ბრონქიტი;არაჰოსპიტალური პნევმონია;სინუსიტი;ფარინგიტი / ტონზილიტი;შუა ოტიტი;კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციები, გართულებულ სტადიამდე.განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სწორი გამოყენების შესახებ.დოზირება და მიღების წესი:45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: აზითრომიცინით მკურნალობის საერთო დოზა შეადგენს 1500 მგ, რისი მიღებაც ხდება 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთხელ დღეში).Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციების დროს (გართულებამდე) დოზა შეადგენს 1000 მგ-ს პერორალურად, ერთჯერადად. Neisseria gonorrhoeae –ით გამოწვეული ინფექციის დროს ინიშნება 1000 ან 2000 მგ აზითრომიცინი, 250 ან 500 მგ ცეფტრიაქსონთან კომბინაციაში, მკურნალობის ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: აზითრომიცინის სუსპენზიის დანიშვნა შესაძლებელია 45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. არ არსებობს მონაცემები 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობის შედეგების შესახებ. ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 10 მგ/კგ-ზე. მიიღება 3 დღის განმავლობაში:15 კგ-მდე წონის ბავშვები (<3 წელზე): დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. შპრიცი დაყოფილია 0,1 მლ დანაყოფებად, რომელიც შეესაბამება 4 მგ აზითრომიცინს.15 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. აზიმაკი ინიშნება შემდეგი სქემით:15-25 კგ (3-7 წელი): 5 მლ (200 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში26-35 კგ (8-11 წელი): 7,5 მლ (300 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში36-45 კგ (12-14 წელი): 10 მლ (400 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში45 კგ-ზე ზემოთ ბავშვებში: დოზირება ხდება მოზრდილთა დოზის შესაბამისად.უკუჩვენებამომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების, ერითრომიცინის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.ვარგისობის ვადაგაუხსნელი ბოთლი: 3 წელი.სუსპენზიის მომზადების შემდეგ: 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე.შენახვის პირობებიშეინახეთ არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით.