About Product
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ამოქსიცილინს (ტრიჰიდრატი) - 500 მგ; კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილი) - 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებებია: კროსპოვიდონი, კოლოიდური ჰიდრატირებული სილიკა, კოლოიდური უწყლო სილიკა, დაბალი ჩანაცვლების მეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, მაკროგოლი 4000, მაკროგოლი 6000, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის
დიოქსიდი (E171) და დიმეთიკონი 500.
ჩვენებები: აუგმენტინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს ყველა იმ ბაქტერიებზე, რომლებიც ჩართულია ყველაზე
გავრცელებულ ინფექციებში.
აუგმენტინი ინიშნება ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია შემდეგი ლოკალიზაციის ბაქტერიებით:
-სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა სინუსიტი, შუა ყურის ოტიტი, მორეციდივე ტონზილიტი, ქრონიკული ბრონქიტისა და პნევმონიის მწვავე გამწვავება.
-შარდგამომყოფი სისტემისა და მუცლის ღრუს ინფექციები.
-კანისა და რბილი ქსოვილების და დენტალური ინფექციები.
პრეპარატი ასევე გამოიყენება პერორალურად, როგორც ინტრავენური მკურნალობის გაგრძელებად, საავადმყოფოში შეძენილი
ინფექციების დროს.
უკუჩვენებები: ალერგია პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან პრეპარატის შემადგენელი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ. ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის მწვავე დაავადება.
საჭიროა სიფრთხილე აუგმენტინის გამოყენებისას: თუ პრეპარატის მიღების შემდგომ განვითარდა ალერგიული რეაქცია, ასეთ
შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და ეცნობოს ექიმს დაუყონებლივ.
უმჯობესია მკურნალობის ხანგრძლივობამ არ გადააჭარბოს 14 დღეს. სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის
დაავადებების მქონე პაციენტებში.
ეცნობოს ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ, რადგან მას შეუძლია შეცვალოს სისხლის ანალიზის შედეგები.
ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი მოახდენს შეფასებას
პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შესახებ.
საჭირო ინფორმაცია აუგმენტინში შემავალი ნივთიერებების შესახებ: რადგან პრეპარატი შეიცავს კალიუმის კლავულანს აქტიური
ნივთიერების სახით, შესაძლებელია საზიანო იყოს კალიუმის დიეტაზე მყოფი პაციენტებისათვის. დიდი რაოდენობით კალიუმის პერორალურად დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს: დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში და ფაღარათი.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: კომბინირებული მკურნალობის დროს, ზოგიერთი პრეპარატი ზრდის ან ამცირებს
აუგმენტინის მოქმედებას. ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტი იღებს ალოპურინოლს ან პრობენაციდს, პერორალურად კონტრაცეპტივებს, როგორც ყველა ანტიბიოტიკები, აუგმენტინიც ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას, ამიტომ საჭიროა
სათანადო ყურადღება.
მიღების წესი: მკურნალი ექიმი ადგენს აუგმენტინით მკურნალობის ხანგრძლივობას. უმჯობესია მკურნალობის ხანგრძლივობამ არ გადააჭარბოს 14 დღეს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
აუგმენტინი ინიშნება პერორალურად ექიმის დანიშნულების მიხედვით. კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა პრეპარატის მიღება კვების შემდგომ. ჩვეულებრივი დოზა ბავშვებში 12 წლიდან და მოზრდილებში არის 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (ყოველ 8 საათში), ჭამამდე. მდგომარების გაუმჯობესების მიუხედავად, მკურნალობა არ უნდა შეწყდეს, ექიმის მითითების გარეშე.
რეკომენდებულია მთლიანი ტაბლეტის მიღება, გატეხვის შემთხვევაში უნდა მოხდეს პრეპარატის დაუყონებლივ მიღება მცირე
რაოდენობა წყლით, რძით ან ხილის წვენით.
დოზის გადაჭარბება: თუ რაიმე მიზეზით მოხდება აუგმენტინის დიდი რაოდენობით მიღება, საჭიროა წყლის დიდი რაოდენობით მიყოლება და დაუყონებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ამ პრეპარატის გვერდითი მოვლენები არის ჩვეულებრივ მსუბუქი და უმეტესად უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს (ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ა.შ). ეს მოქმედება მცირდება და მთლიანად ალაგდება თუ პრეპარატი მიღებული იქნება ჭამამდე. თუ სიმპტომები გაგრძელდება ან გამწვავდება, ან აღინიშნება ხანგრძლივი
ფაღარათი აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს.
ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს რეაქციები, რომელიც მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: გამონაყარი კანზე ქავილით ან მის გარეშე,
სახის შეშუპება და გაძნელებული ყლაპვა. ამ სიმტომების გამოვლეისას უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და დაუყონებლივ უნდა
მიემართოს ექიმს კონსულტაციისათვის.
იშვიათად აღინიშნა ჰეპატიტი და სიყვითლე, ნერვიულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და კრუ
Show More
More Info
123415
Generic
amoxicillin+clavulanic acid