Amoxiklav susp 2X 457/5ml 70ml

Amoxiklav susp 2X 457/5ml 70ml

სლოვენია

ლეკი
About Product
ამოქსიკლავი® 2x 400 მგ+57 მგ/5მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილი
აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენენ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა.
შიგნით მისაღები სუსპენზიის ყოველი 5 მლ (1 დოზირებული პიპეტი) შეიცავს 400 მგ ამოქსიცილინს ტრიჰიდრატის ფორმაში და 57 მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით.
დამხმარე ნივთიერებები
გაუწყოვნებული ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ქსანტის ფისი, უწყლო კოლოიდური კაჟბადის დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინი, მანიტოლი, ველური ალუბლისა და ლიმონის სუნის მქონე არომატიზატორი.

ჩვენებები
ამოქსიკლავი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ის მიეკუთვნება ანტიბაქტერიული აქტივობის ფართო სპექტრის მქონე ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფს. თავის სამკურნალო მოქმედებას ამოქსიკლავი ახდენს ბაქტერიების უჯრედოვანი კედლის სინთეზის შეფერხების გზით; შესაბამისად, ის სპობს ბაქტერიას, რომელიც წარმოადგენს ინფექციის გამომწვევს.
ამოქსიკლავი გამოიყენება ფართო სპექტრის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ჩათვლით), როგორიც არის მაგალითად, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, რეციდიული ტონზილიტი;
-ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ძირითადად, ბრონქოპნევმონიებისა და ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გამწვავება;
-შარდ-სასქესო ტრაქტისა და აბდომინალური ინფექციები;
-კანისა და რბილი ქსოვილების, ასევე შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები, მათ შორის, ცხოველთა ნაკბენი;
-მიმდებარე ქსოვილების ანთებით მიმდინარე მძიმე სტომატოლოგიური აბსცესები.

მიღების წესები და დოზები
დოზა
დოზას და პრეპარატის გამოყენების ჯერადობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ეს დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ასაკსა და ბავშვის წონაზე.
2 თვემდე ასაკის ახალშობილები
მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია 156,25 მგ/5მლ ამოქსიკლავის® სუსპენზიის გამოყენება.
2 თვიდან 12 წლამდე (40 კგ-მდე სხეულის წონის მქონე) ბავშვები
40 მგ-მდე წონის მქონე ბავშვებში სადღეღამისო დოზა, სხეულის წონის 1 კილოგრამზე, შეადგენს 25-45 მგ (ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით), გაყოფილი ორ მიღებაზე, რაც დამოკიდებულია ინფექციური პროცესის სიმძიმეზე.
-მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის ინფექციებისას (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად, ქრონიკული ტონზილიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ასევე, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები) სადღეღემისო დოზა შეადგენს 25 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით), გაყოფილი ორ მიღებად.
-მძიმე ინფექციების მქონე ბავშვებისათვის (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგალითად, შუა ყურის ანთება და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ბრონქოპნევმონია და შარდგამომყოფი გზების ინფექციები), სტანდარტული სადღეღამისო დოზა შეადგენს 45 მგ/კგ/დღეში (ამოქსიცილინზე გადაანგარიშებით), გაყოფილი ორ მიღებად.
სუსპენზიის დოზირებისა და გამოყენების გაიოლების მიზნით, მას თან ერთვის დოზირების პიპეტი (ერთ პიპეტი – 5 მლ).
პრეპარატის დოზა ბავშვებისათვის
ასაკი (სხეულის წონა) მძიმე ინფექცია ზომიერი სიმძიმის ინფექცია
7-12 წლის ბავშვები(22-40 კგ) 10,0 მლ 2-ჯერ დღეში 5,0 მლ 2-ჯერ დღ.
2-6 წლის ბავშვები(13-21 კგ) 5,0 მლ 2-ჯერ დღეში 2,5 მლ 2-ჯერ დღ.

2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზის დაანგარიშება ხდება სხეულის წონიდან გამომდინარე.
მაგალითად, თუ ბავშვი იწონის 6,5 კგ, მაშინ საშუალო სიმძიმის ინფექციისას აუცილებელი დოზა იქნება სუსპენზიის 1,0 მლ დღეში 2-ჯერ, ხოლო მძიმე ინფექციისას 1,8 მლ დღეში 2-ჯერ.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებიფხვნილის გაფხვიერების მიზნით ენერგიულად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ორ ულუფად (თავდაპირველად 2/3-მდე, შემდეგ კი ნიშნულამდე) დაამატეთ საჭირო ოდენობის წყალი (იხილეთ ცხრილი), ამასთანავე, ყოველ ჯერზე, კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
ფლაკონის ზომა სუსპენზიის დასამზადებლად საჭირო წყლის რაოდენობა
35 მლ 29,5 მლ
50 მლ 42 მლ
70 მლ 59 მლ
140 მლ 118 მლ
Show More
More Info
Brand
ლეკი
Country
სლოვენია
Generic
amoxicillin+clavulanic acid
Dose
457მგ/5მლ
Form
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
70მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page