Santamont spray 50mcg/140dose #1
Santamont spray 50mcg/140dose #1

Santamont spray 50mcg/140dose #1

თურქეთი

სანტა ფარმა ილაჩი
About Product
სანტამონტი 0.05% ნაზალური სპრეი

აქტიური ნივთიერება:
მომეტაზონის ფუროატი--------------------------50 მიკროგრამი

ჩვენებები:
სანტამონტი ნაჩვენებია სეზონური და პერინიალური ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებში და ბავშვებში 6-დან 11 წლამდე.

სანტამონტი ნაჩვენებია სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.

სანტამონტის გამოყენება შეიძლება ალერგიული რინიტის სამკურნალოდ ბავშვებში 2-დან 6 წლამდე.

პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოს დამტვერვის სეზონის მოსალოდნელ დაწყებამდე 2-4 კვირით ადრე.

გარდა ამისა, სანტამონტი გამოიყენება ნაზალური პოლიპების სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა შეშუპება და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.


სეზონური ალერგია ან პერინიალური რინიტი:

მოზრდილები (ხანდაზმულების ჩათვლით) და მოზარდები: პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ ზოგადად რეკომენდებული დოზაა 200 მიკროგრამი, რომელიც შედგება 2 შესხურებისგან თითოეულ ნესტოში (50 მიკროგრამი/1 შესხურება) დღეში ერთხელ. სიმპტომების კონტროლის შემდეგ შეიძლება შემანარჩუნებელი დოზის შემცირება 100 მიკროგრამამდე, რომელიც შედგება ერთი შესხურებით თითოეულ ნესტოში.

თუ არ ხდება სიმპტომების ადეკვატური კონტროლი, მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მიკროგრამამდე, რომელიც შედგება 4 შესხურებისგან თითოეულ ნესტოში.

2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: ზოგადად რეკომენდებული დოზაა 100 მიკროგრამი, რომელიც შედგება 1 შესხურებისგან თითოეულ ნესტოში (50 მიკროგრამი/1 შესხურება) დღეში ერთხელ. სეზონური ალერგიული რინიტის მქონე ზოგიერთ პაციენტში სანტამონტის მოქმედება იწყება პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ. სრულმა მკურნალობამ შეიძლება არ გამოავლინოს სარგებელი პირველი 48 საათის განმავლობაში. ამიტომ, პაციენტმა უნდა გააგრძელოს მკურნალობა სრული თერაპიული სარგებელის უზრუნველსაყოფად.

უნდა ინახებოდეს ორიგინალურ შეფუთვაში 25 C-მდე ოთახის ტემპერატურაზე და არ უნდა იყოს გაყინული.
Show More
More Info
Brand
სანტა ფარმა ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
mometasone furoat
Dose
50მკგ/1დოზა
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
18გრ/140დოზა
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
Home
Cart
My Page
Pharmadepot | Santamont spray 50mcg/140dose #1