letromara 2.5mg film-coated tablets #30
letromara 2.5mg film-coated tablets #30

letromara 2.5mg film-coated tablets #30

უკრაინა

ფარმაკი
About Product
ლეტრომარა

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: letrozole
1 ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ ლეტროზოლს ნივთიერების 100%-ზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა 101, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (15), ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი;

ჩვენებები
- პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის ჰორმონოპოზიტიური ინვაზიური კიბოს ადიუვანტური თერაპია ადრეულ სტადიებზე
- პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კიბოს ადიუვანტური თერაპია ადრეულ სტადიებზე, რომლებსაც უტარდებოდათ სტანდარტული ადიუვანტური თერაპია ტამოქსიფენით 5 წლის განმავლობაში;
- პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის ჰორმონდამოკიდებული გავრცელებული კიბოს პირველი ხაზის თერაპია.
- პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბოს გავრცელებული ფორმების (ბუნებრივი ან ხელოვნურად გამოწვეული) მკურნალობა, დაავადების რეციდივის ან პროგრესირების შემდეგ, რომლებიც წინასწარ იღებდნენ თერაპიას ანტიესტროგენებით.
- ნეოადიუვანტური თერაპია პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებსაც აქვთ სარძევე ჯირკვლის ჰორმონოპოზიტიური HER-2-ნეგატიური კიბო და რომლებსაც არ უხდებათ ქიმიოთერაპია და არ არის ნაჩვენები ქირურგიული ჩარევა.
პრეპარატის ეფექტურობა სარძევე ჯირკვლის ჰორმონონეგატიური კიბოს მქონე პაციენტებისთვის არ არის დამტკიცებული.

გამოყენების მეთოდი და დოზები:
დიდები, მათ შორის ხანდაზმული ასაკის პაციენტები. ლეტრომარას რეკომენდირებული დოზაა 2,5 მგ დღეღამეში ერთხელ. ადიუვანტური და გაფართოებული ადიუვანტური თერაპიის დროს პრეპარატით მკურნალობა უნდა გრძელდებოდეს 5 წელი ან სანამ არ დადგება დაავადების რეციდივი. მეტასტაზების მქონე ავადმყოფებთან ლეტრომარას პრეპარატით თერაპია უნდა გრძელდებოდეს მანამ, სანამ არ გახდება აშკარა დაავადების პროგრესირების ნიშნები. ადიუვანტური მკურნალობის პირობებში ასევე გასათვალისწინებელია თანმიმდევრული თერაპიის სქემის გამოყენების შესაძლებლობა (ლეტროზოლი 2 წლის განმავლობაში შემდეგ ტამოქსიფენის მიღებაზე გადასვლით 3 წლის განმავლობაში).

ნეოადიუვანტური მკურნალობის პირობებში პრეპარატი ლეტრომარათი თერაპია უნდა გრძელდებოდეს 4-8 თვის განმავლობაში, რათა მიღწეული იყოს სიმსივნის ოპტიმალური შემცირება. თუ მკურნალობაზე პასუხი არასაკმარისია, უნდა შეწყვიტოთ თერაპია პრეპარატით ლეტრომარა და დანიშნოთ გეგმიური ქირურგიული ჩარევა ან განიხილოთ პაციენტთან შემდგომი მკურნალობის ვარიანტები.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ბავშვების სამკურნალოდ.

შენახვის პირობები: შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ფარმაკი
Country
უკრაინა
Generic
letrozole
Dose
2.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page