Lansoprazole 30 BENE Pharm caps #28

ესპანეთი

ლაბ. ლიკონსა ბენე ფარმისთვის
About Product
ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი

•აქტიური ნივთიერებაა ლანსოპრაზოლი.
ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმი 30 მგ გასტრორეზისტენტული მყარი კაფსულები არის გაუმჭვირვალე, თეთრი ფერის თავსახურითა და კორპუსით. თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ ლანსოპრაზოლს.

ჩვენებები:
•თორმეტგოჯა ნაწლავისა და კუჭის წყლულის მკურნალობა;
•საყლაპავის ანთების (რეფლუქსეზოფაგიტის) მკურნალობა;
•რეფლუქსეზოფაგიტის პრევენცია;
•გულძმარვისა და კუჭის მჟავის რეგურგიტაციის მკურნალობა;
•ბაქტერია Hელიცობაცტერ პყლორი-თ გამოწვეული ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში;
•კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობა ან პრევენცია პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ NშAID-ით ხანგრძლივ მკურნალობას (NშAID-ით მკურნალობა ხდება ტკივილის ან ანთების დროს);
•ზოლინგერ-ელისონის სინდრომის მკურნალობა.

მიღების წესი:
საფარველიანი ბლისტერი იხსნება ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით:
- ერთი ბლისტერი მოცილებულ უნდა იქნას პერფორირებული ხაზის გასწვრივ მოხევით;
- ფრთხილად უნდა წამოიწიოს ფოლგის კუთხე, რათა გამოთავისუფლდეს კაფსულა (კაფსულა არ უნდა გამოიდევნოს ფოლგიდან).
- უსაფარველო ბლისტერები იხსნება ალუმინის ფოლგიდან გამოდევნით.
- მთლიანი კაფსულა უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის მიყოლებით. დაუშვებელია კაფსულების ან მათი შიგთავსის გასრესვა ან დაღეჭვა, რადგან ეს ხელს უშლის მათ ეფექტურ მოქმედებას.

თუ პაციენტი იღებს ლანსოპრაზოლ 30 ბენე ფარმს დღეში ერთხელ, მისი მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. საუკეთესო შედეგი მიიღწევა, თუ პაციენტი დილით პირველს მიიღებს ლანსოპრაზოლ 30 ბენე ფარმს.

ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის ორჯერ დღეში მიღებისას პირველი დოზა მიიღება დილით, მეორე კი – საღამოს.

ლანსოპრაზოლი 30 ბენე ფარმის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე.ზოგჯერ მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს განსხვავებული დოზა. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობას.

შენახვის წესი:
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ლიკონსა ბენე ფარმისთვის
Country
ესპანეთი
Generic
lansoprazole
Dose
30მგ
Form
კაფსულა
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page