Isala-moos herbal lozenges tab #30

Isala-moos herbal lozenges tab #30

გერმანია

ენგელჰარდი
About Product
შემადგენლობა
1 საწუწნი აბი შეიცავს:
80 მგ. წყალზე დამზადებული ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი (0,4-0,8:1).
სხვა ნივთიერებები: აცაცია (გუმიარაბიკი), საქაროზა, მინერალური ზეთი მსუბუქი, ამიაკის კარამელი (E 150), გაწმენდილი წყალი.

გამოშვების ფორმა
საწუწნი აბები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის ტკივილის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. ათქ კოდი: R02A A20

ჩვენებები
ყელის ინფექციურ - ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: ფარინგიტი, ლარინგიტი, მათ შორის ალერგიული წარმოშობის (მშრალი გამაღიზიანებელი ხველა, ხმის ჩახლეჩა); მშრალი ხველის სიმპტომური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების და ბრონქული ასთმის დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში; სახმო იოგების მეტისმეტი დაჭიმვა (მომღერლებში, მასწავლებლებში, ლექტორებში).
პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება (მშრალი, არასაკმარისად ნოტიო ჰაერის ჩასუნთქვა შენობებში გათბობის პერიოდში, კონდიციონერებით აღჭურვილ შენობებში, ცხვირით სუნთქვის შეზღუდვის გამო, და აგრეთვე სპორტული შეჯიბრების დროს)

უკუჩვენება
არ ინიშნება ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
მოზრდილებში და 12 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში მიიღეთ თითო საწუწნი აბი ყოველ ერთ საათში (12 საწუწნ აბამდე დღეში), 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 საწუწნი აბი ყოველ 2 საათში (6 საწუწნ აბამდე დღეში). აბი ნელა იწუწნება სრულ გახსნამდე.
სამკურნალო საშუალება ისლა-მოოსის კარგი ამტანობის გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე.
გარდა ამისა, დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რეკომენდებულია ისლა-მოოსის გამოყენება კიდევ რამოდენიმე დღის განმავლობაში სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად. თუ 4-5 დღის შემდეგ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, და პირიქით ხდება მათი გაუარესება, ქოშინის, ციების და აგრეთვე ჩირქოვანი და სისხლიანი ნახველის წარმოქმისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
შენახვა
შეინახეთ არა უმეტეს 25 ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა
შეფუთვაში – 30 საწუწნი აბი (ბლისტერში 10 საწუწნი აბი)

გაცემის კატეგორია:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ენგელჰარდი
Country
გერმანია
Generic
iceland moss+dexpanthenol +menthae
Form
ტაბლეტი საწუწნი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page