About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): zinc sulfate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → მინერალური ნივთიერებები → მიკროელემენტები
1. რას წარმოადგენს ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტი და რისთვის გამოიყენება ის?
ცინკიტი არის თუთიის შემცველი პრეპარატი
მოხმარების სფერო
კლინიკურად დადასტურებული თუთიის ნაკლებობა, როდესაც საკვების სახით ვერ იღებთ საკმარის რაოდენობას.
2. რა უნდა გაითვალისწინოთ ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღებამდე?
ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღება არ შეიძლება:
- თუ თქვენ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) ხართ თუთიის სულფატის ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი ცინკიტის სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებულისიმფრთხილე ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღებამდე:
არ არის საჭირო განსაკუთრებული ზომების მიღება.
ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ ექიმს თუ იღებდით ან იღებთ სხვა რაიმე პრეარატს, თუნდაც არარეცეპტულს.
ხელატის აგენტები, როგორიცაა D-პენიცილამინი, დიმერკაპტოპროპანსულფონის მჟავა(DMPS), ეთანდიკარბონის (DMSA) მჟავაან ეთილენის ძმარმჟავა (EDTA), აფერხებენ თუთიის აბსორბციას ან ზრდიან მის გამოყოფას. თუთიის და ფოსფატის, თუთიის, სპილენძის და კალციუმის მარილის ერთდროული მიღება აფერხებს თუთიის შეწოვას. თუთია აფერხებს სპილენძის აბსორბციას. დიდი რაოდენობის თუთია აფერხებს რკინის შეწოვას და შენარჩუნებას. თუთია აფერხებს ტეტრაციკლინის, ოფლოქსაცინის და სხვა ქინოლონების (მაგ. ნორფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი) შეწოვას. აქედან გამომდინარე თუთიისა და ზემოხსენებული მედიკამენტების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 3 საათი.
რომელ სხვა პრეპარატებზე ახდენს ზემოქმედებას ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტი?
თუთია აფერხებს სპილენძის აბსორბციას.
ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღება სასმელთან და საკვებთან ერთად
ფიტინის დიდი შემცველობის საკვები (ბურღულეული, პარკოსანი, თხილეული) ხელს უშლის თუთიის შეწოვას. არსებობს ეჭვი, რომ ყავა აფერხებს თუთიის აბსორბციას.
ორსულობა და ლაქტაცია
ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში, ან თუ გეგმავთ ან ვარაუდობთ ორსულობას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის მიღება ორსულებისთვის დასაშვებია მხოლოდ თუთიის ნაკლებობის დადასტურების შემთხვევაში.
კონცენტრაცია და მანქანის მართვა:
არ არის არავითარი ინფორმაცია, მოქმედებს თუ არა პრეპარატი კონცენტრაციაზე და მანქანის მართვაზე ან დანადგარებთან მუშაობაზე.
ეს პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს და ნატრიუმს.
თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 419გრ სორბიტოლს, რაც შეესაბამება 419-838გრ სორბიტოლის დღიურ დოზას.
სორბიტოლი არის ფრუქტოზას ერთ-ერთი წყარო. პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, თუ თქვენთვის (ან თქვენი შვილისთვის) ცნობილია შაქრის აუტანლობა ან ჰერედიტარული (მემკვიდრეობითი) ფრუქტოზას აუტანლობა - იშვიათი თანდაყოლილი ავადმყოფობა, რომლის დროსაც პაციენტი ვერ ინელებს ფრუქტოზას.
თითო შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 463მგ ნატრიუმს.
მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 926მგ ნატრიუმს (მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილი). რაც შეესაბამება მოზრდილთათვის საკვების სახით მიღებული ნატრიუმის დღიური დოზის 47%.
კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ თქვენ ყოველდღიურად ხანგრძლივი დროის მანძლზე იღებთ 1 ან რამდენიმე შუშხუნა ტაბლეტს. განსაკუთრებით თუ იცავთ უმარილო დიეტას.
3. ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტის მიღების წესი
ცინკიტი 10 შუშხუნა ტაბლეტი მიიღეთ ანოტაციის თანახმად ან ექიმის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა შეადგენს:
1 შუშხუნა ტაბლეტი გახსენით წყალში და მიიღეთ დღეში 1-2ჯერ (შეესაბამება 10-20მგ თუთიას).
მიღების ფორმა
პრეპარატის მიღება ხდება უზმოზზე, ჭამამდე გარკვეული დროით ადრე წყალში გახსნილი.
მიღების ხანგრძლივობა
მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის მიმდინარეობაზე.
მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ცინკიტი 10 შუშხუნატაბლეტი ძლიერად ან სუსტად მოქმედებს.
Show More