Zinc special kids 125.0

Zinc special kids 125.0

საფრანგეთი

ერიკ ფავრე
About Product
შემადგენლობა 20მლ შეიცავს:16მგ თუთიას.

უპირატესობანი: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას, ზრდის პროცესს; აძლიერებს იმუნიტეტს; არის სრულად ნატურალური; არანაირი უკუჩვენება; აქვს მარწვის გემო; დამზადებულია საფრანგეთში.

თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის გართულებები.

ჩვენებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ხშირად მოავადე ბავშვები; ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა; ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენიური სინდრომი; ბავშვის დაცვა სეზონური ინფექციებისგან. ბოლო კვლევების მიხედვით თუთიას წამყვანი როლი ენიჭება რესპირაციული იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, რის გამოც აქტიურად არის ჩართული სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების მკურნალობის სქემაში.

მიღების წესი: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 10მლ დღეში, დილით ჭამის შემდეგ 5 წლის ზემოთ: 20მლ დღეში დილით ჭამის შემდეგ. შესაძლებელია პირდაპირ მიღება, ან შეიძლება წყალში გახსნაც. ასევე, მიზანშეწონილია თუთიის მიღება 15 წლის ასაკის ზემოთაც. წლის განმავლობაში შესაძლებელია კურსის რამდენჯერმე გამეორება.

განსაკუთრებული მითითებები: დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ ახასიათებს, მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ 5-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი კომპანია: ერიკ ფავრე ERIC FAVRE, საფრანგეთი.
Show More
More Info
Brand
ერიკ ფავრე
Country
საფრანგეთი
Generic
zinc
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
125მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page