About Product
შემადგენლობა: თუთია (ოქსიდი-ციტრატი)-50მგ. დამხმარე ნივთიერებები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.
ჩვენება: თუთიის დეფიციტი: იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (კომპლექსურ თერაპიაში), ორგანიზმის საერთო გადაღლა, დაცვა სეზონური ინფექციებისგან, ხშირი ავადობა, ასთენიური სინდრომი; აღდგენითი პერიოდი ხანგრძლივი ან-და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ პერიოდში; მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა; არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება; თმის ცვენა (დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია), ატოპიური დერმატიტი, გამონაყარი კანზე, აკნე, ფსორიაზი, სებორეა, თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (მტვრევადობა, აშრევება); მხედველობის დაქვეითება, რეტინოპათია, ქათმის სიბრმავე, კატარაქტა; მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა, ელექტროლიტების ჭარბი რაოდენობით დანაკარგი (ქრონიკული დიარეა); ვილსონის დაავადება; მალაბსორბციის სინდრომი; ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომისა და ნიკოტინური დამოკიდებულების დროს კომპლექსურ თერაპიაში; ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები (პროსტატის ადენომა, პროსტატიტი, იმპოტენცია, უნაყოფობა, სპერმატოგენეზის დარღვევა); შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ინსულინრეზისტენტობა; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, ართრიტი, ოსტეოართროზი, მოტეხილობები, ჭრილობები); რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი.
დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 1-ჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის წესი: ინახება გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი.
მწარმოებელი: ამვილაბი, აშშ.
Show More
More Info
119082
Country
ამერიკის შეერთებული შტატები