Positon cream 30.0

Positon cream 30.0

ესპანეთი

ლაბ. ვიტორია
About Product
საერთაშორისო დასახელება - triamcinolone, neomycin, nystatine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები სოკოს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით

შემადგენლობა
თითო 100 გრამი შეიცავს:
ტრიამცინოლონის აცეტონიდი 100 მგ
ნეომიცინი (სულფატი) ................................... 250 მგ
ნისტატინი............................................. 10,000,000 IU

დამხმარე ნივთიერებები:
პოლიოქსილ 40 სტეარატი, თვით ემულსირებული გლიცერილ მონოსტეარატი, თეთრი ვაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, ალუმინის ჰიდროქსიდი (მშრალი გელი), ტიტანის დიოქსიდი, სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, ეთილენდიამინ დიჰიდროქლორიდი, მეთილპარაბენი (E218), პროპილპარაბენი (E216), სორბინის მჟავა (E200), დიმეთიკონი, წყალი, q.s.
მოქმედება
პოზიტონის კრემი აერთიანებს ანთების საწინააღმდეგო კორტიკოსტეროიდს (ტრიამცინოლონის აცეტონიდი), ფართო ანტიბაქტერიული სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს (ნეომიცინის სულფატს) და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების მქონე შესანიშნავ ანტიმიკოზურ საშუალებას (ნისტატინი).


ჩვენება
მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის რისკი
დერმატიტი (ატოპიური, ეგზემატური, სტაზი, ნუმულარული, კონტაქტური, ექსუდაციური, სებორეული და ნეიროდერმატიტი).
ანოგენიტალური ქავილი
ეგზემა
ქრონიკული სირსველი
კანის კანდიდოზი

დოზა და მიღების წესი
2-3 აპლიკაცია დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გაფრთხილება დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პოზიტონი შეიცავს სორბინის მჟავას, კანზე დატანისას შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი.

უკუჩვენება
კანის მწვავე ტუბერკულოზი
კანის სიფილისის სიმპტომები
ვირუსული დერმატიტი
პრეპარატის აუტანლობა.
შეუთავსებლობა და ურთიერთქმედება
არ არის აღწერილი
სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ თვალთან ახლოს
ორსულობის დროს არ გამოიყენოთ დიდი დოზებით, ფართო ადგილებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ სახვევები კანის ძალიან ფართო ზონებზე, რადგან შეიძლება მოხდეს პრეპარატის შეწოვა და ხელი შეუწყოს ტოქსიურობას.
მკურნალობა უნდა შეწყდეს ეტაპობრივად.

გვერდითი მოვლენები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.
ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში - კანის ატოპიური დარღვევები, კოლაგენის დაკარგვა, დაჭიმულობის ნიშნები.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ვიტორია
Country
ესპანეთი
Generic
nystatinum+neomycin+gramicidin+triamcinolone
Form
კრემი
Quantity
1
Volume
30გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page