ჩვენება •თვალისა და მისი დანამატების სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, რქოვანას ბაქტერიული წყლული, ჰიპოპიონით ან მის გარეშე, ბაქტერიული კერატიტები, ან კერატოკონიუნქტივიტი, ქრონიკული დაკრიოცისტიტები ან მეიბომიიტები; •წინასაოპერაციო პროფილაქტიკა ოფთალმოქირურგიაში. პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების მკურნალობა; •თვალის კაკლისა და თვალის აპარატის ტრამვის შედეგად (უცხო სხეულით ან მის გარეშე) გამოწვეული ინფექციური გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა. გამოყენების წესი და დოზირება ექიმის განსაკუთრებული ჩვენების გარეშე რეკომენდირებულია შემდეგი დოზები: მსუბუქად და ზომიერად მწვავე ინფექციის დროს თვალის წვეთები ინიშნება: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 4 საათში. მძიმე ინფექციის დროს 2 წვეთი ყოველ ერთ საათში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ინსტილაციის სიხშირე შეიძლება შემცირდეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სახეობაზე და შეიძლება გაგრძელდეს 7-14 დღე. გვერდითი მოქმედებები •მხედველობის დაბუნდვა, დისკომფორტი; •კონიუქტივის ჰიპერემია; •კრეატიტი; •კრეატოპათია; •წვა; •თვალში უცხო სხეულის შეგრძნება; •თვალებზე ფუფხის წარმოქმნის შეგრძნება; •ცრემლდენა; •ჩაწვეთების შემდეგ პირში უსიამოვნო გემო; პრეპარატი კარგად გადაიტანება ავადმყოფების მიერ. უკუჩვენება •მომატებული მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინისა და ქინოლინების სხვა ჯგუფის პრეპარატების მიმართ; •ორსულობა და ლაქტაცია; •18 წლამდე ასაკი.