Alora tab 100mg #20
Alora tab 100mg #20

Alora tab 100mg #20

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
About Product
შემადგენლობა: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ პასიფლორას ექსტრაქტს, რკინის წითელ ოქსიდს საღებავის სახით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალებები.

ჩვენებები: ფსიქო-ემოციური სტრესის მსუბუქი სიმპტომების სამკურნალოდ და ძილის მოსაწესრიგებლად.

დოზირება და მიღების წესი: დღის მანძილზე დამამშვიდებელი ეფექტის მისაღწევად მოზრდილებში: 100 მგ სამჯერ დღეში შიგნით მისაღებად. მიიღება ჭამამდე. ძილის დარღვევებისას: რეკომენდირებული შიგნით მისაღები დოზაა 200-300 მგ დღეში ერთხელ, ძილის წინ ერთი საათით ადრე.

გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ვასკულიტები, ტაქიკარდია, გულისრევა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: სინთეზურ დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთად გამოყენება, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები, არ არის რეკომენდირებული.

განსაკუთრებული მითითებები: 12 წლამდე ასაკში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ უნდა მოხდეს პრეპარატით მკურნალობის დროს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მოხდეს კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ალორა 100 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები წარმოდგენილია თეთრი ფერის გაუმჭვირვალე პვც.ტე.პვდც.ალ ბლისტერზე #20 ტაბლეტით.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ნობელ ილაჩ სანაიი ვე ტიჩარეტ ა.ს., თურქეთი.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
თურქეთი
Generic
passiflora
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page