ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: დექსაპანთენოლი 5%
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რეგენერაციის სტიმულატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
ჩვენებები:
• კანის სიმშრალე.
• დამწვრობა,ნაწოლები
• ტროფიკული წყლული,ჰერპესი
• ნახეთქები(ანალური),
• დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
• კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
• კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
• პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
• აბსცესები, ფურუნკულოზი.
• ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესებისას.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი მოხმარების დროს პანთენოლი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე-ღამის განმავლობაში.
მოხმარების წინ ბალონი შეანჯღრიეთ და 10-20სმ დაშორებიდან დაზიანებულ ზედაპირს მოასხურეთ,ისე, რომ მთელი დაზიანებული ზედაპირი დაიფაროს.
მკურნალობა და პროფილაქტიკა: ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რეაქცია.
უკუჩვენებები: ჰიპერმგძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია: პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
შენახვის წესი:
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
- ინახება +15 º/+25ºC ტემპერატურაზე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
აფლოფარმ ფარმაცია პოლსკა სპ. ზ.ო.ო.
პარტიზანცკას ქ. 133/151
95-200 პაბიანიცე