ჰიდრატონი არის პერორალური რეჰიდრატაციისა და ანტიდიარეული მოქმედების პრეპარატი. მისი შემადგენლობა მოიცავს ელექტროლიტებს, თუთიას და ჯინჯერს. აღნიშნული საშუალება გამოიყენება ბავშვებში ღებინებისა და დიარეის შედეგად გამოწვეული დეჰიდრატაციისას, ორგანიზმში დაკარგული ელექტროლიტების აღსადგენად და დიარეის სიმძიმის შესამცირებლად.
თუთია: მნიშვნელოვნად ამცირებს დიარეის ეპიზოდების სიხშირეს და სიმძიმეს,გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება,აუმჯობესებს ნატრიუმის შეწოვას ნაწლავებში,რაც ხელს უწყობს დეჰიდრატაციის შემცირებას.თუთია აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯინჯერი: ბუნებრივი ანტიემეტური საშუალებაა,რომელიც ამცირებს გულისრევის და ღებინების შეგრძნებას,რითაც ხელს უშლის სითხისა და ელექტროლიტების შემდგომ დაკარგვას.
1 პაკეტი იხსნება 200მლ ანადუღარ და გაგრილებულ წყალში.
6 თვიდან 1 წლამდე 1-2 პაკეტი დღეში.
1-6 წლამდე 2-3 პაკეტი დღეში.
6 წლიდან ზემოთ 3-4 პაკეტი ღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.შეინახეთ ბავსვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატი არ წარმოადგენს ბალანსირებული კვების და მრავალფეროვანი დიეტის შემცველს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
უმჯობესია გამოყენებულ იქნეს შეფუთვის გვერდზე მითითებულ თარიღამდე.
პერორალურად მომზადებული ხსნარის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 6 საათის განმავლობაში.