Bacillus clausii–ის სპორები გასტრო-ინტესტინალურ ტრაქტში გადის გაღვივების, ზრდის და გამრავლების პროცესს.
თითოეული 5 მლ ორალური სუსპენზიის მინი-ბოთლი შეიცავს:
Bacillus clausii UBBC-07 – 2.0 მილიარდი CFU
Zn -თუთია (თუთიის სულფატის სახით) – 5.0 მგ
გამოხდილი წყალი – q.s
Bacillus clausii–ის სპორები გასტრო-ინტესტინალურ ტრაქტში გადის გაღვივების, ზრდის და გამრავლების პროცესს. პერორალურად მიღებისას, Bacillus clausii-ის სპორები, ქიმიური და ფიზიკური აგენტების მიმართ მაღალი მდგრადობის გამო, გადალახავენ კუჭის წვენის ბარიერს და უვნებლად აღწევენ ნაწლავში, სადაც გარდაიქმნებიან მეტაბოლურად აქტიურ ვეგეტატიურ ფორმებად. Bacillus clausii–ის სპორები არ კოლონიზდებიან ადამიანის ნაწლავში. ისინი დროებით არსებობენ.
გამოიყენება როგორც პრობიოტიკი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის და დიარეასთან დაკავშირებული პრობლემების სამართავად.
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ გამოიყენება დაავადების სამკურნალოდ. საკვები დანამატები არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ კვებას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ან ნებისმიერი დაავადების ან სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. არ არის მედიკამენტი!
ზრდასრულები: 2–3 მინი ბოთლი (5 მლ) დღეში.
ბავშვები: 1–2 მინი ბოთლი (5 მლ) დღეში.
მიიღება რეგულარული 3-4 საათიანი ინტერვალებით.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის! არ არის საინექციო!
დალიეთ შიგთავსი უცვლელი სახით ან განაზავეთ ოთახის ტემპერატურის წყალში. სუსპენზიის თვისებების შესანარჩუნებლად მიიღეთ გახსნიდან ძალიან მოკლე დროში.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას.