მწვანე მალამო - 20გრ დოზის მალამოს სახით, გამოიყენება ორგანიზმის დამატებით მხარდასაჭერად. შეფუთვაში - 1 ცალი.
დასახელება:
მწვანე მალამო 20 გ ტუბში
შემადგენლობა:
ქრისტესისხლა, მრავალძარღვა, კრაზანა, გულყვითელა, გვირილა, ფარსმანდუკი, ევკალიპტი, ზეითუნის ზეთი, ფუტკრის სანთელი.
გამოიყენება:
ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანებების (ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი), I, II და IIIა ხარისხის დამწვრობების, ახალშობილთა გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და კოლპიტის, სწორი ნაწლავის ნახეთქისა და ბუასილის კვანძების ანთების სამკურნალოდ.
ასევე გამოიყენება ცხვირიდან სისხლდენის, დაფის აპკის ტრავმული დაზიანებებისა და მწვავე პერფორაციული ოტიტის დროს, აგრეთვე კოღოსა და სხვა მწერების ნაკბენების შემთხვევაში.
ინსტრუქციაში მითითებული სამკურნალო თვისებების გარდა, „მწვანე მალამო“ სწრაფად ამცირებს გარუჯვის შედეგად განვითარებულ დამწვრობას.