პანანგინი ფორტე ტაბ. 140/158მგ #50 – შეიძინე ონლაინ. იხილე ფასი, აღწერა და მიწოდების პირობები PharmaDepot-ში.
magnesium aspartate, potassium aspartate
გულ-სისხლძარღვთა სისტემა → რითმისა და გამტარებლობის დარღვევის დროს გამოსაყენებელი საშუალებები → რითმის დარღვევის დროს გამოსაყენებელი სხვა ჯგუფის პრეპარატები → კალიუმის და მაგნიუმის იონების შემცველი პრეპარატები
პანანგინი, აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები, წარმოადგენს პრეპარატს, რომლის მოქმედი ნივთიერებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ცვლით პროცესებში, ასევე ნერვული, კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაში. პრეპარატი გამოიყენება დამატებითი თერაპიის სახით გულის გარკვეული ქრონიკული დაავადებების დროს, მათ შორის გულის უკმარისობისა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, ასევე გულის რითმის ზოგიერთი დარღვევისას. პანანგინი გამოიყენება როგორც მაგნიუმისა და კალიუმის დამატებითი წყარო.
პანანგინის ტაბლეტები არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა), არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, რომელიც გამოწვეულია გულის არასაკმარისი შეკუმშვის უნარით (კარდიოგენული შოკი), მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.
თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვაგვარად, ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ. სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე დღეში 3-ჯერ. კუჭის წვენმა შეიძლება შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა, ამიტომ რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება ჭამის შემდეგ.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დღემდე დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბებისას სისხლში იზრდება კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობა, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს გვერდითი რეაქციები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
როგორც ყველა პრეპარატმა, პანანგინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება. პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს დეფეკაციის გახშირება. სერიოზული ან სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღწერილი საინფორმაციო ფურცელში, აუცილებელია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან დაკავშირება.