სტრეპსილსის ყელის საწუწნი აბები ლიმონითა და თაფლით ტკივილს ამცირებს და გაღიზიანებას ამშვიდებს. მოსახერხებელია ჩანთაში და გზაში.
საერთაშორისო დასახელება: ამილმეტაკრეზოლი, დიქლორბენზილის სპირტი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები — ადგილობრივი გამოყენებისთვის.
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
2,4-დიქლორბენზილის სპირტი — 1.2 მგ;
ამილმეტაკრეზოლი — 0.6 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
პრეპარატს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ და გააჩნია ანტიმიკოზური მოქმედება.
პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები. ამსუბუქებს ტკივილს და არბილებს ყელის გაღიზიანებას.
პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებსაც, რადგან ის არ შეიცავს შაქარს.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტი;
ფრუქტოზის აუტანლობა;
გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია;
ბავშვთა ასაკი — 6 წლამდე.
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
ადგილობრივი გამოყენებისთვის.
მოზრდილებმა და 6 წელზე უფროსმა ბავშვებმა ნელა უნდა გაიწუწნონ თითო ტაბლეტი ყოველ 2–3 საათში ერთხელ.
არ მიიღოთ 8 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
თერაპიის კურსის ხანგრძლივობაა 3 დღე.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლო ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტი.
მკურნალობა სიმპტომურია.
სხვა პრეპარატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები გამოვლენილი არ არის.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა აქვს მის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
პრეპარატი შეიცავს იზომალტაზას და მალტიტოლის სიროფს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებისთვის.
თუ სიმპტომები შენარჩუნებულია, ან აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება ან თავის ტკივილი, მიმართეთ ექიმს.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.