სტოპდიარი 100მგ – ნიფუროქსაზიდის ტაბლეტი ნაწლავური ინფექციისა და დიარეის დროს. 24 ტაბლეტი.
Nifuroxazide
Stopdiar
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლონი (E104).
აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამობურცული, ყვითელი ფერის ტაბლეტები, დაახლოებით 9 მმ დიამეტრით.
ნაწლავური ანტიმიკრობული საშუალება.
პრეპარატი Stopdiar გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
ნიფუროქსაზიდი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე ალერგიის შემთხვევაში 5-ნიტროფურანის წარმოებულებზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებში (2 თვემდე ასაკი).
Stopdiar-ის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
მოზრდილებს და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ენიშნებათ 2 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ.
პრეპარატი მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, დროის თანაბარ შუალედებში (ყოველ 6 საათში).
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის დაყოლებით, დაუღეჭავად და დაუფხვნელად.
მწვავე დიარეის სამკურნალოდ Stopdiar-ის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში. თუ ამის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
დიარეით მიმდინარე სხვა დაავადებების მკურნალობის კურსი შეადგენს არაუმეტეს 7 დღეს.
6 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის სუსპენზიის ფორმით დანიშვნა.
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და დიარეის გამწვავება.
ასეთი მცირე ინტენსივობის სიმპტომების შემთხვევაში არ არსებობს სპეციალური თერაპიის გამოყენების ან მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა. სიმპტომების გამწვავებისას საჭიროა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. შემდგომში პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს ნიტროფურანის წარმოებულები.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათად ვლინდება კანის რეაქციები გამონაყარის სახით (≥1/10 000 – <1/1 000).
აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და კვანძოვანი ერითემის ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.
ჩვეულებრივ, ნიფუროქსაზიდი კარგად აიტანება და პრაქტიკულად არ ავლენს გვერდით მოქმედებას.
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია.