ბრონქობოსი კარბოცისტეინის სიროფია, რომელიც ბლანტ ნახველს ათხელებს და ამოხველებას აადვილებს. მოსახერხებელი ფორმა. გაეცანი ინსტრუქციას.
ბრონქობოსი 2.5% სიროფის 5 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: კარბოცისტეინი — 125.00 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი 85%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ჟოლოს არომატიზატორი, აზორუბინი (E122), გამოხდილი წყალი.
ბრონქობოსი 2.5% სიროფი შეიცავს კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის (ათხევადებს), რაც ხველის დროს მის გამოყოფას აადვილებს.
ბრონქობოსი 2.5% სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ძალიან წებოვანი ხდება. პრეპარატი სპეციალურად შექმნილია ბავშვებისთვის.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, აღენიშნება ქრონიკული დაავადება ან მეტაბოლური დარღვევა, აქვს მომატებული მგრძნობელობა ან ადრე ჰქონია ალერგიული რეაქცია მედიკამენტების მიმართ.
არ მისცეთ ბავშვს ბრონქობოსი 2.5% სიროფი და მიმართეთ ექიმს, თუ:
ბავშვი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან სიროფის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტუჩების, სახის, ხახის ან ენის შეშუპება;
ბავშვი 2 წელზე ნაკლები ასაკისაა.
თუ ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აღენიშნება, პრეპარატი არ მისცეთ. ეჭვის შემთხვევაში ბრონქობოსი 2.5% სიროფის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საკვებისა და სასმელის მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტზე.
პრეპარატი მიიღება გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბრონქობოსი 2.5% სიროფი განკუთვნილია ბავშვებისთვის პერორალური მიღებისთვის. გამოიყენეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბრონქობოსი 2.5% სიროფის დოზა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.
2–5 წლის ბავშვები: რეკომენდებული დოზაა 2.5–5 მლ (½–1 დოზატორი კოვზი) 4-ჯერ დღეში.
5–12 წლის ბავშვები: რეკომენდებული დოზაა 10 მლ (2 დოზატორი კოვზი) 3-ჯერ დღეში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია ბრონქობოსი 5% სიროფის გამოყენება.
შენიშვნა: ბრონქობოსი 2.5% სიროფის დოზირებისთვის გამოიყენეთ შეფუთვაში მოთავსებული 5 მლ-იანი დოზატორი კოვზი, რომელსაც აქვს 2.5 მლ-ის ნიშნული. ერთი დოზატორი კოვზი (5 მლ) შეიცავს 125 მგ კარბოცისტეინს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ბავშვმა მიიღო ბრონქობოსი 2.5% სიროფის დიდი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, რომელი პრეპარატი მიიღო ბავშვმა.
დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები (კუჭ-ნაწლავის დარღვევები).
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.
ორიგინალური შეფუთვის გახსნის შემდეგ შენახვის ვადა შეადგენს 60 დღეს.
არ გამოიყენოთ ბრონქობოსი 2.5% სიროფი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.