ფლავამედის ხსნარი ამბროქსოლს შეიცავს: ბრონქებში ნახველს ათხელებს და ამოხველებას აადვილებს. მოსახერხებელი თხევადი ფორმა მთელი ოჯახისთვის.
საერთაშორისო დასახელება: Ambroxol hydrochloride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
მოქმედი ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი.
5 მლ სიროფი შეიცავს 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიეთილცელულოზა, სორბიტი, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავა, გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ბენზოატი, გარგარის საკვები არომატიზატორი, ფორთოხლის საკვები არომატიზატორი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი.
მუკოლიზური პრეპარატი.
ამბროქსოლი სინთეზური სეკრეტოლიზური და სეკრეტომოტორული პრეპარატია. იგი ასტიმულირებს ბრონქებში სეკრეტის წარმოქმნას, ხელს უწყობს მის გათხელებას და აუმჯობესებს გამოყოფას მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობის გაზრდის გზით.
ამბროქსოლი ზრდის სურფაქტანტის კონცენტრაციას ფილტვებში და ხელს უშლის მის დაშლას. მას აქვს სუსტი ხველის საწინააღმდეგო მოქმედება, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ანტიოქსიდანტური თვისებები. ასევე ასტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
ამბროქსოლი 15 გამოიყენება მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ბლანტი, ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა:
მწვავე და ობსტრუქციული ბრონქიტი;
ბრონქოექტაზიური დაავადება;
ტრაქეიტი;
ლარინგიტი;
ფარინგიტი;
სინუსიტი;
რინიტი;
პნევმონია;
ბრონქული ასთმა ძნელად გამოსაყოფი ნახველით;
ფილტვებზე ოპერაციის შემდგომი გართულებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ბრონქოსკოპიისთვის მომზადება და ჩატარებული პროცედურის შემდეგ მკურნალობა;
ფილტვების მუკოვისციდოზი.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ამბროქსოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) შემთხვევაში, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ამბროქსოლი 15 ზრდის დოქსიციკლინის, ცეფუროქსიმისა და ამოქსიცილინის თერაპიულ ეფექტურობას ფილტვის ქსოვილებში ანტიბიოტიკების კონცენტრაციის გაზრდის გზით. პრეპარატი ზრდის ფილტვებში რიფამპიცინის ეფექტურ კონცენტრაციას.
თერაპიულად მიზანშეწონილია ამბროქსოლის თეოფილინთან კომბინაცია. შესაძლებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენება საგულე გლიკოზიდებსა და დიურეზულ საშუალებებთან.
რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ისეთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ართულებს ნახველის გამოყოფას ან ასქელებს მას.
პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.
ამბროქსოლი 15 მიიღება პერორალურად, საზომი კოვზის გამოყენებით, ჭამის შემდეგ.
6–12 წლის ბავშვები: 1 საზომი კოვზი 2–3-ჯერ დღეში.
2–6 წლის ბავშვები: ½ საზომი კოვზი 3-ჯერ დღეში.
1–2 წლის ბავშვები: ½ საზომი კოვზი 2-ჯერ დღეში.
1 წლამდე ასაკის ბავშვები: ¼–½ საზომი კოვზი 2-ჯერ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პირველი 2–3 დღის განმავლობაში პრეპარატის დოზა შეიძლება გაორმაგდეს.
მკურნალობის კურსი შეადგენს 4–14 დღეს.
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის, თუმცა შესაძლებელია საჭმლის მონელების დარღვევა, დისკომფორტი ან ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კუჭის გადავსების შეგრძნება, ღებინება და გულისრევა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ამბროქსოლი 15, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. თუმცა ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალი დოზების მიღებისას შესაძლებელია კუჭის წვა, დისპეფსია, კუჭის გადავსების შეგრძნება, ღებინება და გულისრევა.
იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება.
ასევე შესაძლებელია ნერწყვის გამოყოფისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის სეკრეციის მომატება, ჰიპერთერმია და დიზურია.
ნებისმიერი უარყოფითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.