ფლუიფორტის პაკეტები კარბოცისტეინს შეიცავს, რომელიც ბლანტ ნახველს ათხელებს და ამოხველებას აადვილებს. მოსახერხებელია სახლშიც და გზაშიც.
საერთაშორისო დასახელება: Carbocysteine lysine salt
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები → მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
ფლუიფორტის პაკეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს S-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილს, რომელიც წარმოადგენს მუკორეგულატორს და გააჩნია ლორწოს გათხევადების თვისებები.
ეფექტურია ჰიპერ- და ჰიპოვისკოზური ლორწოს, ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებებისა და ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროს.
ჩვეულებრივი დოზა:
მოზრდილები: დღეში 1 პაკეტი ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
მიღების მეთოდი:
პაკეტის შიგთავსი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და კარგად აურიეთ.
ბავშვები:
ფლუიფორტის® პაკეტი არ გამოიყენება ბავშვებში. ბავშვებში გამოიყენება ფლუიფორტის® სიროფი.
პაციენტები, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები:
პრეპარატი მიიღება ჩვეულებრივი დოზებით.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები:
ფლუიფორტის® შეიცავს მანიტოლს, შესაბამისად, მისი მიღება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ფლუიფორტის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები.
აქტიური ნივთიერება: S-მეთილ კარბოქსიცისტეინის ლიზინის მარილი.
სხვა ინგრედიენტები: ასპარტამი, პოვიდონი K30, უწყლო ლიმონის მჟავა, ნატურალური კედრის ფხვნილი, ფორთოხლის ფხვნილი, მანიტოლი.
ფლუიფორტის პაკეტი წარმოადგენს მოყვითალო ფხვნილს ფორთოხლის სურნელით.
კოლოფში მოთავსებულია 50 პაკეტი.